მუსიკალურ ფესტივალ ECHOWAVES-თან დაკავშირებით ანაკლიაში მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა. სხვადასხვა ტელეკომპანიების და გამოცემების 30-მდე წარმომადგენელი მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო და ECHOWAVES-ის ორგანიზატორებს შეხვდნენ.
პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ახალი ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ანაკლიაში 23-26 აგვისტოს გაიმართება. ECHOWAVES ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარული ფესტივალ EXIT-ის ქოლგის ქვეშ იმართება. ფესტივალზე BEN KLOCK B2B MARCEL DETTMANN / SOLOMUN და სხვა მსოფლიოში ცნობილი არტისტები იქნებიან წარმოდგენილები. ფესტივალზე 4 სცენა იქნება წარმოდგენილი: Main Stage, Eye Stage, Khidi Stage დაTaiyo Stage. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამხრეთ აფრიკული ელექტრონული რეივ-რეპ და ჰიპ-ჰოპ დუეტი Die Antwoord. დუეტი გამორჩეულია თამამი პერფორმანსებით და ექსტრაორდინალური სასცენო იმიჯით.
მუსიკალური პროგრამის კიდევ ერთი განსაკუთრებული ნაწილია დეტროიტ ტექნოს პიონერის, Juan Atkins-ის და თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის ერთობლივი პროექტი, რომელიც Echowaves-ს ოფიციალურად გახსნის. ანაკლიას ეწვევა ფსიქოდელიური ელექტრონული მუსიკის ლეგენდა Shpongle, პიანისტი Francesco Tristano, რომელიც მსმენელის წინაშე Guti-სთან ერთად, პროექტით Another Paradise წარსდგება. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ტრიპ ჰოპ მუსიკის საკულტო ფიგურა Tricky.
საინტერესო თავგადასავალი ელით ტექნო მუსიკის მოყვარულებსაც საქართველოში პირველად, Echowaves-ზე ტექნო სცენის ყველაზე გავლენიანი დიჯეები Ben Klock და Marcel Dettmann ე.წ. B2B სეტს დაუკრავენ.
ფესტივალზე სოლიდურად იქნება წარმოდგენილი ქართული ელექტრონული მუსიკის სცენა, რომელიც Echowaves-ის იდეის მთავარი და საკვანძო ელემენტია. მსმენელს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ Vodkast Records-ის დამფუძნებლებს Zurkin და Vakho-ს, Zeinkl-ს, ქართველ ტექნო ვეტერანებს Greenbeam & Leon, გიო შენგელიას, Stimmhalt-ს, ASH-ს, Bero-ს და ა.შ.
ფესტივალი ECHOWAVES პროექტ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ტარდება. 4 დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.