ჩინური მედიაკომპანია MCZT საქართველოს შესახებ 40-მდე ვიდეოკლიპეს იღებს. 11 კაციანი გადამღები ჯგუფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით პრესტურის ფარგლებში ეწვია.
2 კვირის განმავლობაში MCZT ჯგუფის წევრები თბილისს, თელავს, გორს, სტეფანწმინდას, ბორჯომს, წყალტუბოს, საირმეს, ბათუმს და ქედას სტუმრობდნენ და პოპულარული ტურისტული ადგილების და ბალნეოლიგიური კურორტების შესახებ ვიდეოკლიპებს იღებდნენ.
მომზადებული კლიპები მედიაკომპანია MCZT-ის პლათფორმებზე განთავსდება და ჩინეთში 60 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს.
პრესტურის მონაწილეებს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უმასპინძლა.