2020 წლის შემოდგომაზე ბათუმს UEFA-ს სტანდარტების ახალი საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი ექნება
20 ათას მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე, ამ ეტაპზე, 200 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობა სექტემბრიდან 250-მდე გაიზრდება.
ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში კი იარუსების მოწყობა დაიწყება. სექტემბრიდან დაგეგმილია ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს.
წყარო: საქართველოს მთავრობა