,,მშვენიერება მე არ მაინტერესებს იმ აზრით, როგორც იგი გვიანდელი ანტიკური ხანის ბერძნებს ან აღორძინების ეპოქის მხატვრებს ესმოდათ, მშვენიერება და გამოსახვის ძალა სხვადასხვა ცნებებია პირველის მიზანია- დაატკბოს ჩვენი გრძნობები,მეორისა კი-გამოიწვიოს ემოციები ,რომლებიც მარტივ გრძნობათა აღქვამზე გაცილებით ამაღელვებლები არიან’’ – ეს სიტყვები ეკუთვნის ინგლისელ მხატვარს ჰენრი მურს.
ნისლიანი ლონდონი, როდესაც ლონდონს ვიხსენებთ, პირველი ეს ეპითეტები გვახსენდება. თვითმფრინავის ილუმინატორში იღვრება მზის დისკო, რომელიც ასე უღლელად ათრობს დედამიწას. ყელაფერი გაცოცხლდა, მე კი ხარბად დავცქერი გრანდიოზულ ლონდონს, ზემოდან მწვანე მოლები ხალიჩებივით გაჰფენია ფეხთით. ცაზე კი, ღრუბლის ნაგლეჯიც კირაა..
თვალში მხვდება ჩრდლოეთისათვის დამახასიათებელი ცივი, პირქუში რუხი ფერი და აქა-იქა ცაში აჭრილი ლურჯი ცათამბრჯენები, დიდი მწვანე პარკები და რაღათქმაუნდა წითელი ავტობუსები ასეთია ინგლისის ფერადი პალიტრა. წითელი ავტობუსი ინგლისისთვის მართლაც სიმბოლოდ იქცა როცა რომელიმე ქვეყანას იხსენებ ყოველთვის წარმოგიდგება მისი პეიზაჟები..
აეროპორტიდან გამოსულს, ეგრევე ავტობუსში ჩავჯექი, მიუხედავად იმისა რომ 13 საათის უძინარი ვიყავი, ვერ ვბედავდი ძილს, რადგან არმინდოდა გამომპარვოდა ის სილამაზე, რომლებიც გზაზე მწვანე ხავერდები გადაფარვოდა ტყეს, აქ უთვალავი პარკი და სკვერია. ცის ზღვარი და მწვანე ბალახის ხაზი ისე უერთდებოდა ერთმანეთს თითქოს ასე დაიბადა სამყაროში ორივე.
ლონდონში ყველა შენობა ისტორიულია, მის ვიწრო ცისარტყელა ქუჩებში შეიძლება ლაბირინთივით დაიკარგო, აქ შეხვდებით ძველ, ძვირადღირებულ ანტიკვარ მანქანებს, ზოგადად უყვართ ინგლისელებს ტრადიციები და პატივს სცემენ. ქუჩებში შეხვდებით არისტოკრატ ხალხს, ცილინდრებით გრძელი პალტოებით და ძალიან თანამედროვე ახალგაზრდებს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ექსტრაორდინალურობით. ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა ბიგ-ბენიც , ცაში ატყორცნილი რაკეტასავით, მისი დანახვისას იფიქრებ – აი რა შესძლებია მეცხრამეტე საუკუნის ადამიანს, შეიძლება შიშმაც შეგიპყროთ იმდენად გრანდიოზული და დიდებულია. იქ ყველაფერი დედოფლის სახელობისაა, ზემოთ როგორც აღვნიშნე , ინგლისელებს უყვართ ტრადიციები, ჰოდა ალბათ ამის გამო დიდ პატივს სცემენ მას.
ჩემში ბევრი რამ იწვევს აღტაცებას ამ ქალაქში, არ შემიძლია არ ვახსენო პატარა, ფერადი სახლები, ეს არქიტექტურის ერთ-ერთო ბწინვალე მაგალითია, როცა მოხვდებით notting hill-ზე ამაში ნამდვილად დარქმუნდებით, სიტყვა ,,ულამაზესი’’-ც კი ვერ გამოხატავს მის სიმშვენიერეს.
ინგლისელებს ძალიან უყვართ ძაღლები, ყოველი მეორე ადამიანი მისი თანხლებით დადის, ამან უფრო განამტკიცა ჩემი პატივისცემა მათ მიმართ.
კოლეჯის ბუფეტში შესვლისას მხვდება კედელზე წარწერა ,,I’m on the diet where you eat everything and pray for a miracle’’ პრაქტიკულად არ არსებობს შეზღუდვა,ყველა სურვილი შენს ხელშია,იცხოვრე როგორც გინდა..
ინგლისურ ოჯახში ცხოვრების დღიდან მათი წესებით ცხოვრობ, ხანდახან ისე მიშლიდა ნერვებს ეს წესები, ყოველ დღეს თავისი ფუნქცია ჰქონდა, ერთ-ერთი განსაკუთრებულობაც იმაში იყო რომ მასპინძელი ოჯახი ყოველდღე სხვადასხვა ქვეყნის ტრადიცულ ვახშამს გვიმზადება, მოგეხსენებათ , და თუარ იცით იმასაც გეტყვით რომ ინგლისური სამზარეული მთლად მრავალფეროვანი არარის როგორიც ჩვენი, ქართული. ქართული ღვინო კი ნამდვილი აღმოჩენა გახდა ჩემი მასპინძებისთვის..
აეროპორტში შეძლება უცებ გადააწყდე მანჩესტერის ფეხბურთელებს ან უდარდელად კეპჩამოფხატებულ ოსკაროსან მსახიობ ენდრიენ ბოუდის.. ბევრის მოყოლა შემიძლია ლონდონზე, მაგრამ ჩემი გაცრეცილი ფურცელიც კიარ მეყოფა, ამაში ჩემი ზარმაცი მუზაც მეხმარება.. ერთი აზრის ჭეშმარიტება ნამდვილია, რომ აქ იგრძნობა მსოფლიოს სუნთქვა..
Thank u London for everything always Love you..