17- 22 ივლისს, შუახევი რიგით მე12-ე საერთაშორისო ,,ოფროუდ“ ფესტივალს უმასპინძლებს.
ღონისძიება შუახევის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებით, აჭარის ოფროუდის ფედერაციის, ფესტივალის ავტორების თანაორგანიზებით ჩირუხის მთაში გაიმართება.
უპრეცედენტო მაშტაბის OFF-ROAD/საავტომობილო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უკვე მოემართებიან ეკიპაჟები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
აქტიურ ფაზაშია წინა მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩირუხის მთაში, რომლის მიმდინარეობასაც შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე პირადად გაეცნო.
წყარო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია