ვიდეო-რგოლის გადაღება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ლოზუნგით მოხდა: “საქართველო – სიცოცხლის ქვეყანა”, ამ მესიჯიდან კი სარეკლამო კომპანიისთვის საინტერესო აღმოჩნდა თემა – სიცოცხლე.
პროექტი ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მთელი საქართველო მოიცვა.