8 ახალი მიმართულება ევროპისკენ

17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „Wizz air“-ის მეორე საჰაერო ხომალდი იქნება ბაზირებული.

უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „Wizz air“-თან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „Wizz air”-ი ევროპის მიმართულებით 8 ახალ მიმართულებას ამატებს:

25 მარტიდან – რიგა
31 მარტიდან – ვროცლავი
17 მაისიდან:
● ათენი
● პარიზი
● რომი
● ბარსელონა
● პრაღა
15 ნოემბრიდან: – ვენა

„Wizz Air“-ი ქუთაისიდან ფრენას უკვე 13 ქვეყნის 19 მიმართულებით შეასრულებს.

წყარო: საქართველოს  მთავრობა