7 დღე, 6 კონტინენტი და საქართველო

მოგზაურობისთვის არ არის საჭირო არც ფული, არც ტანსაცმლით სავსე ჩემოდანი, არც ბილეთები და მსგავსი ნივთები, მთავარია გქონდეს რუკა და მდიდარი წარმოსახვის უნარი. ამ შემთხვევაში შენ შეძლებ იმოგზაურო დედამიწის ნებისმიერ კუთხეშე.

ორშაბათი. ახალი დღე დილის 11 საათზე იწყება. ამ დროს ოჯახის ყველა წევრი უკვე სამსახურშია წასული. გამოცდები დავამთავრე და უნივერსიტეტში ახალ სემესტრამდე აღარ მიწევს წასვლა. ჩემი სამსახური კი 4 საათზე იწყება და ამ დრომდე შემიძლია მოგზაურობა დავიწყო ჩემი სახლიდან და გადავინაცლო იქ, სადაც ბიძაჩემის ნაჩუქარი მსოფლიო ატლასი წამიყვანს.  6 კონტინენტი, ალბათ 6 შანსი დაიბადო თავიდან (არ ვთვლი ანტარქტიკას, რადგან ამჟამად ეს ის ადგილია სადაც ნამდვილად არ მენდომებოდა ყოფნა). ვიწყებ ჩრდილოეთ ამერიკით. ვაკვირდები ფერების ტონების ცვლილებას. მდინარეებს ტბებს. ქალაქების სახელწონებებს, რომელიც სხვადახვა ფილმიდან მსმენია: კოლორადო, ჩიკაგო, კანზას-სიტი, მეხიკო.  მაიამი და ლოს-ანჯელესი ის ქალაქებია, სადაც აუცილებლად ბედნიერი ვიქნები.  აი ქვემოთ კი კუბა. კარაკასის ქუჩებში ლათინო-ამერიკულიალი რიტმების აყოლას არაფერი ჯობს.

სამშაბათი. სამხრეთ ამერიკა. ამაზონი და დიდი მწნავე ლაქა რუკაზე .  ჯუნგლები . დიდი ბრაზილია . რიო დე ჟანეირო. თვალწინ იშველა შეფენილი პატარა ფერადი სახლები. რძიანი შოკოლადის ფერი კულულა თმიანი ბავშვები. ტიტიკაკა-ნავები, ირგვლივ მთები.  ატაკამა-როგორ შეიძლება ოკიანის გვერდით უდაბნო?   მარაკაობოს ტბა? არა ყურეა ტბობას ტყუილად აწერენ. აქ ხომ კაპიტანი ბლადი იბრძოდა.

ოთხშაბათი.  შემდეგი დღე და ისევ სიჩუმე სახლში. მივადექით ავსტრალიას თავისი ახალი ზელანდიით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზღვით ვიწყებ და დიდ ბარიერულ რიფს ვაკვირდები.  ვინ არ დაკარგული დიდ ქვიშაინ უდაბნოში და  ცოტა აღმოსავლეთით -ულურუს მთა. სიმართლე გითხრათ მე როცა ვნახულობ სულ წითელი მხვდება ხოლმე და იმედია ერთ დღესაც ნებას დამრთავს ვიხილო და დავიჯერო მისი ფერების ცვლილების შესახებ.  მივადექით ტბებს და იმატა ფაუნის დიდმა მრავალფეროვნებამაც-და აი ისიც მისის კენგურუ. 90 მილის სანაპირო. მუსტანგის ძრავის სიჩქარისთვის კი ორჯერ 90 რომ ერთი ამოსუნთქვით ჩავუქროლო წყნარ ოკეანეს.

ხუთშაბათი . აზიის სიდედე და კულტურული მრავალფეროვნება ცოტა არ იყოს მაშინებს. ერთ დღეში ძნელია მოასწრო   ამდენი. მივყვები რუკას. დიდი რუსეთი-მაღლობები, დაბლობები, მდინარეებით გადასერილი ველები,  ბაიკალი. რატომღაც სიცივეს ვგრძნობ. ჯობია გადავიდე ცხელ დასავლეთ აზიაზე, ცხელზე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. არაერთხელ ვყოფილვარ იემენში. სანა ზუსტად ისეთი ქალაქია შეჰერეზადა რომ უნდა ცხოვრობდეს, და თუ წავალთ ცოტა აღმოსავლეთით და შემდეგ ჩრდილოეთით მივადგებით  დუბაის. ერთ ნახევარკუნძულზე ორი რადიკალურად განსხვავებული ქალაქი.  დიდებულო ბურჯო ხალიფა ჩემი წარმოდგენა აშკარად ვერ წვდებოდა შენს სიმაღლეს.  ინდოეთი, ჩინეთი ეს ორი ცალკე პლანეტა.  და მე შევძელი მიმეღწია მიწაზე 8848-ს და წყალში 11022-ს. რაღაცას ნიშნავს იაპონიის გამოცალკევება საერთო მიწიდან. თან ოთხ დიდ ნაწილად ნიშნად იმისა რომ 4-ჯერ წინ  და 4-ჯერ უფრო განსხვავებულები არიან დანარჩენი მსოფლიოსგან. თქვენც აუცილებლად უნდა ნახოთ.  თუ ნაგასაკთან ახლოს მოხვდებით არ დაგავიწყდეთ შეიაროთ ჩემს კუნძულზე, რომელსაც ჰაშიმა ქვია. როგორც კი ნახავთ აუცილებლად მიხვდებით თუ რატომ არის ჩემი.

პარასკევი : რადგან დღე თბილისში მოგზაურობით დაიწყო საღამოს ევროპაში გადავინაცვლებ.  ადგილი სადაც შეიქმნა თანამედროვეობის ყველა მიღწევა. პატარა კონტინენტი ყველაზე დიდი ამბიციებით და შესაძლებლობებით. მოგზაურობას ვიწყებ განაპირა ევროპიდან. ეს ხომ სტამბოლია- ქალაქი სადაც მძაფრად იგრძნობა ევროპის  და აზიის შერწყმა.  ევროპის გარდა ყველა კონტინენტზე კონკრეტული ქვეყანა ან ადგილი შეიძლება გამოყო, აქ კი ქალაქები გვეუბნებიან თავიანთ სათქმელს. ევროპას აღვიქვამ ერთ მთლიან სივრცედ, რომელსაც ბევრი მნიშვნელოვანი დედაქალაქი აქვს: პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, რიგა, ჰელსინკი,  მადრიდი, პარიზი , ბერლინი, ლონდონი-და მრავალი სხვა. თბილისში დამღლელი დღის შემდეგ სასიამოვნოა სტაბილურობის და მოწესრიგებულობის შეგრძნება ამ ქალაქებში.

შაბათი: შაბათის მზიან დღეს როცა თავს უფლებას აძლევ გქონდეს უფრო მეტი თავისუფალი დრო ვიდრე სამუშაო დღეებში აფრიკა მე მელოდება.  მაროკო მიხმობს. შეუძლებელია ამ თითქოს ერთფეროვან ქვეყანაში ფერების მრავალფეროვნებან არ გაგიტაცოს. როდესაც საჰარაში მოხვდები ძნელია თქვა რომ ეს ადამიანთა მიწაა.  საჰარა ბევრ რამეზე დაგაფიქრებს. ნეტა მეც მივხვდები რას ნიშნავს სიკვდილმისჯილისთვის ერთი ღერი სიგარეტი ან ერთი ჭიქა რომი ? მივცურავ დინების საწინააღმდეგოდ კონგოს აუზში და  ორჯერ ვკვეთ ეკვადორს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა თურმე სულაც არ გავს დანარჩენ  აფრიკას.  ამ კონტინენტზე რომ მოხვდები მაშინვე დაფიქრდები იმაზე თუ რამდენაად განსხვავებული ოცნებები შეიძლება ქონდეთ ადამიანებს . ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი წყალი თუ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილყო, ვერასოდეს.  აქედან ფეხს არ მოვიცვლი  სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ კილიმანჯაროს მარადთოვნიან მთას, 19710 ფუტის სიმაღლისა.  მე ვდგანარ ნგაი ნგაიზე და მხოლოდ ახლა ვხვდები რამ ამიყვანა ლეოპარდი აქ.

კვირა:  კვირის ბოლოს როცა ყველა ისვენებს  და ქალაქშიც სუფევს ადამიანთა შორის   გამეფებული სიწყნარე, როცა ყველაზე მძაფრად ცდილობ მთელი დღე კომფორტი შეიქნმა და დაისვენო, მე საქართველოს შემოვუვლი. რამდენ ლამაზ ქალს ხედავს ბავშვი მთელი ბავშვობის განმავლობაში, მაგრამ ჯერ ხომ არ ყოფილა შემთხვევა რომელიმე მშობელ დედაზე ლამაზი გონებოდა. ვეფერები ყოველ მილიმეტრს ჩემი ქვეყნისა, ყველა კუთხეს ყველა ადამაინს. რა მნიშვნელობა აქვს სად მოვხვდები ამ მშველიერ დღეს, რომელ ქალაქს სოფელ, უბანს თუ ქუჩას მივადგები.  ეს ფიზიკურ დასვენებაზე ბევრად მეტია. ეს სულის სიყვარულით ავსების დროა.

თქვენ გიმოგზაურიათ ყველა კონტინენტზე ? მე კი