3 თვეში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +5,1% -ით გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • 3 თვეში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +5,1% -ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა 2019 წლის I კვარტლის მდგომარეობით არსებული ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა.

პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კერძო სექტორი.

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 42,590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%).
2019 წლის 3 თვეში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ლატვია +84.5%, სლოვაკეთი +81.8%, პოლონეთი +79.1%, ჩეხეთი +66.8%, ლიეტუვა +43.3%, გერმანია +30.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +114.6%, ჩინეთი +59.3%, საუდის არაბეთი +52.8%და სხვა.

“მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორს გავუზიარეთ დეტალური მონაცემები თუ ვინ ჩამოდის საქართველოში, რა მიზნით, რომელ რეგიონებს სტუმრობენ, საშუალოდ რა დანახარჯები აქვთ, ასევე რა ტურისტული პროდუქტები გამოიკვეთა. განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმ ქვეყნების ტურისტებზე, რომლებიც გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით საქართველოში, ჩვენ კერძო სექტორს ვაწვდით გამჭვირვალე ინფორმაციას, თუ როგორ განვახორციელებთ სტრატეგიული სამიზნე ბაზრების იდენტიფიცირებას, რომელიც ორი კრიტერიუმით ფიქსირდება, ეს არის დანახარჯები და ღამეების გათენების საშუალო რაოდენობა. 2019 წლის პირველი კვარტალი საკმაოდ პოზიტიური ზრდის ტემპით გამოირჩევა ყველა კრიტერიუმით, როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ასევე ვიზიტორების და ტურისტული ნაკადების კუთხით. “ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია