26 მაისს საზეიმო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება

  • Home
  • მთავარი
  • 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებს მსოფლიოს სხადასხვა ქალაქიც შეუერთდება.

გთავაზობთ ქ.ქუთაისში დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას.

12:00 – 20:00 ცენტრალური მოედანი და ფალიაშვილის ქუჩა
სამხედრო ტექნიკის გამოფენა
12:00 -20:00 პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია
• საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა
12:00 – 17:00 პირველი სკოლის წინ
• კლასიკური მუსიკა სიმებიანი კვარტეტის შესრულებით
• ღია კაფეები საკონდიტრო ნაწარმით
12:00 20:00 თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორია
• ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა
• ადგილობრივი მეწარმეების წარმოებული პროდუქციის გამოფენა
• ყვავილების გამოფენა-გაყიდვა
12:00 – 17:00 მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია
• გამოფენა „წმ. ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც შეცვალეს საქართველოს ისტორია“
• კინოთეატრი ღია ცის ქვეშ
• საინფორმაციო ტური ტურისტული ქუთაისი
12:00 – 17:00 ვერიკოს სკვერი
• წიგნების გამოფენა-გაყიდვა და მხატვრული კითხვა
• თოჯინების თეატრის წარმოდგენა
• საბავშვო შემეცნებით გასართობი პროგრამა
• ფერადი საკარნავალო მსვლელობები
• სახეზე მოხატვა
• სპორტული შეჯიბრი
• პანტომიმის თეატრი, ნიღბებისა და კოსტუმირებული მსახიობების წარმოდგენები
• ღია კაფეები ადგილობრივი სამზარეულოთი
13:00 – 17:00 ოქროს ჩარდახი
• პერფომანსი ცისფერყანწელთა თემაზე მესხიშვილის თეატრის მსახიობების მონაწილოებით
• წარსულში ექსკურსი თეატრალიზებული ფოტოების გაცოცხლებით
ძირითადი სცენა რეაბილიტირებულ უბანში
12:00 – 17:00 დღის საკონცერტო პროგრამა
• „მუზეუმი“
• „Four Lines“
• “ჩვენი კვარტეტი“
20:00 – გალა კონცერტი და ფეერვერკი
• ჯგუფი „ეგარი“
• ლაშა რამიშვილი
• თიკა მახალდიანი
• თორნიკე ყიფიანი ბენდით

დასწრება თავისუფალია.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია