220 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაზე ხელშეკრულება გაფორმდა

  • Home
  • მთავარი
  • 220 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაზე ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში, დამატებით 220 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაზე ხელშეკრულება გაფორმდა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა.

8-მეტრიანი ავტობუსები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, Wi Fi მოდემით, რომელიც Wi Fi-ს სიგნალით მთლიანი ავტობუსის დაფარვას უზრუნველყოფს. 
ავტობუსები ISUZU-ს ფირმისაა.

წყარო: რა კეთდება