2030 წელს საქართველოს მთის კურორტზე შესაძლოა ზამთრის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდეს

  • Home
  • მთავარი
  • 2030 წელს საქართველოს მთის კურორტზე შესაძლოა ზამთრის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდეს

2030 წელს საქართველოს მთის კურორტზე შესაძლოა ზამთრის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდეს. ქვეყნის პოტენციალისა და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისიდან ექპერტების ჯგუფი უკვე საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში, სპეციალისტები 7 მარტს ესტუმრნენ გუდაურს და დღეს ბორჯომ-ბაკურიანსაც მოინახულებენ.

ვანესი პრიორიტეტი სამთო კურორტების განვითარებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოში საერთაშორისო დონის შეჯიბრებების მასპინძლობა, რაშიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების მაღალი შეფასებები და მათთან თანამშრომლობა.

საქართველო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფს მასპინძლობს

საქართველო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფს მასპინძლობს.ვიზიტის მიზანი გუდაურისა და ბაკურიანის ინფრასტრუქტურის 2030 წლის ოლიმპიური ასპარეზობის მასპინძლობისთვის შეფასებაა.ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები 7 მარტს გუდაურსა და ყაზბეგს ესტუმრნენ, 8 მარტს ბორჯომ-ბაკურიანს მოინახულებენ

Geplaatst door Mountain Resorts of Georgia / საქართველოს მთის კურორტები op woensdag 7 maart 2018

საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეაფასებს მთის კურორტების დღევანდელ მდგომარეობას, დადებს სურათს, თუ რა მიმართულებებით გვინდა განვითარება და ამ შეფასებაზე დაყრდნობით, ჩვენ შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, მოვემზადებით ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ საქართველოში 2030 წლისთვის ჩატარდეს ზამთრის სპორტული ოლიმპიადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ლოზანაში ვიზიტისას, ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, თომას ბახს შეხვდა და მასთან ერთად 2030 წელს, საქართველოში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა განიხილა. პრემიერ-მინისტრმა თომას ბახს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„2030 წელს საქართველოში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარება არის უდიდესი პერსპექტივა მთელი ქვეყნისთვის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს სამთო-სათხილამურო კურორტებს და დაიდება იმ მიმართულებების ანალიზი, სადაც ჩვენ გვმართებს მეტი ყურადღების კონცენტრირება, მეტი რესურსის დახარჯვა,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: საქართველოს მთის კურორტები