2020 წლის იანვარში საქართველოს ტურისტთა რეკოედული რაოდენობა ეწვია

tourism in georgia

2020 წლის იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებმა 633 ათასს გადააჭარბა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.8%-ით გაიზარდა, უშუალოდ ტურისტული ვიზიტების ზრდამ კი +18.9% შეადგინა.

მზარდია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა. იანვარში ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: 🇮🇹 იტალია +133.1%, 🇵🇱 პოლონეთი +82.9%, 🇫🇷 საფრანგეთი +46.8%, 🇱🇹 ლიეტუვა +43.7% და სხვ.

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 193 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 29 მლნ აშშ დოლარით ანუ 17.6%-ით მეტია.

2019 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედიის ასობით წარმომადგენელს უმასპინძლა, შედეგად 1500-მდე სტატია, სიუჟეტი და გადაცემა მომზადდა. ადმინისტრაციის ორგანიზებით 2019 წელს 300-მდე მოწინავე უცხოელი ტურ-ოპერატორისთვის მოეწყო 22 გაცნობითი ტური.

საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია ჩატარდა CNN-ზე, National Geographic-ზე, Google-ზე, Expedia-სა და Conde Nast Traveler-ზე. Wizz Air-ის, Qatar airways-ის, Emirates-ის საბორტე ჟურნალებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებზე წვდომა 15 მილიონ მგზავრს ჰქონდა.

 

წყარო:საქართველოს მთავრობა 

Tags: