2019 წლის სამოგზაურო სია

ზაფხული თანდათან გვიახლოვდება და მასთან ერთად ახლოვდება იმაზე ფიქრიც, თუ საიდან დავიწყოთ 2019 წლის მოგზაურობა და თავგადასავლები.

დღესდღეისობით სოციალურ ქსელში და არამხოლოდ, უამრავ რეკლამას თუ პოსტს ვხვდებით მოგზაურობასთან დაკავშირებით. იაფი სამოგზაურო აპლიკაციები, ფრენები, ტურები, შემოთავაზებები, ისინი თითქოს ყველაგანაა და რაც უფრო მეტია შემოთავაზება, მით უფრო რთული ხდება არჩევანის გაკეთება.

ვეცადე ჩამეტარებინა კვლევა და მომეძებნა ის ქალაები, სადაც ბოლო წლებში საკმაოდ შეიმჩნეოდა ტურისტების ინტერესიც და ზრდაც. შედეგად კი გამოვარჩიე 7 ქალაქი, რომლებიც ვთვლი, რომ ნამდვილად იმსახურებენ ადგილს თქვენს სამომავლო სამოგზაურო დანიშნულებების სიაში.

ვფიქრობ უკვე დროა დაიწყოთ იმაზე ფიქრი თუ სად გაატარებთ თქვენს საზაფხულო არდადაგებს, ან თუნდაც შემდეგ მოგზაურობას. ამ ბლოგით ვეცდები მოგაწოდოთ იდეები და დაგეხმაროთ იპოვოთ თქვენთვის სასურველი დანიშნულება მოგზაურობისთვის.

მაშ ასე, გთავაზობთ 2019 წლის 7 საუკეთესო სამოგზაურო დანიშნულებას.

1. სტამბოლი, თურქეთი

Photo by Emre Gencer

სიას ვიწყებ ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური ტურით. სტამბოლი ეს არის საოცარი ქალაქი, სადაც 4 იმპერიის კულტურის გავლენა დღემდე იგრნობა, რაც უფრო მრავალფეროვანს და სანახაობრივს ხდის მას. იგი ნამდვილად საოცარ შთაბჭდიელებას დატოვებს თქვენზე და ერთხელ თუ მოხვდი იმდენად დაგატყვევებთ, რომ უკან დაბრუნება აუცილებლად მოგინდებათ. საოცარი არქიტექტურა, კულტურა, სამზარეულო. ეს ქალაქი ნამდვილად ყველა მოგზაურის გემოვნებას დააკმაყოფილებს.

სტამბოლის სტუმრობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აპრილია, რადგან ამ დროს სტამბოლში არის ტიტების ფესტივალი.  ეს ფესტივალი სტამბოლში 2006 წლიდან ყოველწლიურად იმართება და 1 თვის განმავლობაში ყვავილების ქალაქად აქცევს მას. სილამაზით დატკბობისა და უამრავი ლამაზი ფოტოს გადაღებასთან ერთად, ამ ფესტივალზე თქვენ შეძლებთ ტიტების ყიდვასაც.

ტიტების ფესტივალის დროს სტამბოლში განსაკუთრებით ლამაზად არის მორთული შემდეგი პარკები: Emirgan park, Goztepe Park, Yildiz Park და Sultanahmed Square. ასე რომ გირჩევთ გაითვალისწინოთ და აუცილებლად ეწვიოთ მათ.

Photo by Mario Gogh

თუ ხელოვნების მოყვარული ბრძანდებით 2 წელიწადში ერთხელ სტამბოლში იმართება სტამბოლის ბიენალე და წელს საკმაოდ განსხვავებულ და საინტერესო სანახაობებს გვპირდებიან. იგი 2019 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე გაგრძელდება და სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ნიმუშების ნახვა შეგეძლებათ.

1 რამ რაც აუცილებლად უნდა გააკეთო სტამბოლში მოგზაურობისას:

სტამბოლში მოგზაურობისას აუცილებლად გაცურეთ ბოსფორის სრუტეში. იგი არამხოლოდ მარმარილოს ზღვასა და შავ ზღვას აკავშირებს ერთმანეთთან, ასევე იგი სტამბოლს ჰყოფს 2 ნაწილად – ევროპულ და აზიურ მხარედ.

2. მარაქეში, მოროკო

Photo by MAX LIBERTINE

მარაქეში წლებია უკვე ერთ-ერთი ტრენდული დანიშნულებაა მოგზაურებისთვის. იგი, თავისი უძველესი ქუჩებით და ფერად-ფერადი ბაზრობებით მთლიანად სანახაობრივია და ფატობრივად ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმს წარმოადგენს. მარაქეშის მედინა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

თუ მუსიკალური ფესტივალების მოყვარული ხართ, მაშინ აუცილებლად გირჩევთ ეწვიოთ მარაქეშს სექტემბერში. მარაქეშში 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება მუსიკალური ფესტივალი – Oasis Festival , სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი მუსიკოსები. წელს იგი გაიმართება 13-15 სექტემბერს.

აქვე გეტყვით რომ მარაქეშში 2017 წელს გაიხსნა Yves Saint Laurent-ის მუზეუმი. ასე რომ, ეს ქალაქი მოდის მოყვარულ მოგზაურებსაც ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს.

Courtesy Frederic Aranda

1 რამ რაც აუცილებლად უნდა გააკეთო მარაქეშში მოგზაურობისას:

Photo by Daniël van der Kolk

მარაქეშში მოგზაურობისას აუცილებლად ეწვიეთ და გაისეირნეთ მაჟორელის ბოტანიკურ ბაღში. იგი ფრანგმა მხატვარმა ჟაკ მაჟორელიმ საკუთარი ხელით შექმნა. მაჟორელის ბაღი მსოფლიოს სხვა ბოტანიკური ბაღებისგან განსხვავდება თავისი უცხო დიზაინითა და ლურჯი ფერის სიმრავლით. ასევე აქ დამთვალიერებელი შეხვდება საკმაოდ განსხვავებული და ლამაზი ჯიშის მცენარეებს, რომლებსაც მაჟორელი ათეული წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ბოტანიკოსტან თანამშრომლობით აგროვებდა და აშენებდა.

3. ბოგოტა, კოლუმბია.

2019 წელი იდეალური პერიოდია კოლუმბიის დედაქალაქის მოსანახულებლად. ბოგოტა, ეს არის სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სიცოცლით სავსე და დიდი ქალაქი.  იგი მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქებს შორის მესამე ადგილს იკავებს და მსოფლიოს 30 ყველაზე უდიდეს ქალაქებს შორისაა.

ბოგოტა ტურისტებს სთავაზობს ხელოვნების, კულტურის, მოდის და უგემრიელესი სამზარეულოს კომბინაციას. კოლუმბიური ყავის და ახლადდაწურული წვენების დაგემოვნებას  ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში შეძლებთ.

ბოგოტაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ მის ისტორიულ ცენტრს – კანდელარიას, სადაც ცნობილი მოქანდაკე და მხატვრის ფერნანდო ბოტეროსადმი მიძღვნილ მუზეუმს მოინახულებთ.

ასევე გეტყვით რომ ამ ქალაქში კვირა დღეს საავტმობილო გზების ძირითადი ნაწილი იკეტება ავტომობილებისთვის და თქვენ მშვიდად და კომფორტულად შეძლებთ როგორც ფეხით, ისე ველოსიპედით გასეირნებას და ქალაქის დათვალიერებას. ვფიქრობ ერთ-ერთი უჩვეულო და საინტერესო სანახაობაა.

1 რამ რაც აუცილებლად უნდა გააკეთო ბოგოტაში მოგზაურობისას:

აუცილებლად ადით ფუნიკულიორზე – Cerro Monserrate . ქალაქის საუკეთესო ხედები სწორედ აქედან იშლება.

4. უელინგტონი, ახალი ზელანდია

Photo by Sam Halstead

უელინგტონი გასულ წელს მოხვდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო დანიშნულებების შორის. ზამთარი აქ ძირითადად თბილი ამინდებით გამოირჩევა და ეს დანიშნულება ზამთრის არდადაგების თბილად გატარების მსურველთათვის ერთ-ერთი იდეალური ადგილია.

თუ არ გსმენიათ გეტყვით, რომ უელინგტონში წარმატებით მუშაობს ახალი სტარტაპ პროგრამა LookSee Wellington , რომელიც ნებისმიერ მსურველს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სთავაზობს 1 კვირიან უფასო ტურს და სამუშაოს.

თუ კულინარიული ტურები გიზიდავთ, მაშინ გირჩევთ მოგზაურობა აგვისტოში დაგეგმოთ, რადგან ამ დროს უელინგტონში არის კულინარიული ფესტივალი Wellington On a Plate.

1 რამ რაც აუცილებლად უნდა გააკეთო უელინგტონში მოგზაურობისას:

Photo by Pat Ho

უელინგტონში ყოფნისას აუცილებლად დალაშქრეთ ფეხით ან ველოსიპედით ვიქტორიას მთა, სადაც არაჩვეულებრივ ბუნებასთან ერთად ულამაზესი ხედებიტაც დატკბებით.

5. ბუდაპეშტი, უნგრეთი

Photo By David Mark

ბუდაპეშტი ერთ-ერთი საუკეთესო და შედარებით იაფი სამოგზაურო დანიშნულებაა. ულამაზესი არქიტექტურით და უამრავი სანახაობებით დახუნძლული ქალაქი, საუკეთესოა რომანტიკული  მოგზაურობის დასაგეგმადაც. ამ ქალაქის ძალინ ბევრი სანახაობა კი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია.

ბუდაპეშტში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ მისი ერთ-ერთი სიმბოლო ჯაჭვის ხიდი, ბუდას ციხე-სიმაგრე და პარლამენტი, რომლებიც საკმაოდ პოპულარული დანიშნულებებია მოგზაურებისთვის.

ბუდაპეშტი ასევე ცნობილია თავისი ე.წ Ruin ბარებით. ასე რომ ღამის ცხოვრების და ბარების მოყვარულთათვის ეს ქალაქი ნამდვილი სამოთხეა.

1 რამ რაც აუცილებლად უნდა გააკეთო ბუდაპეშტში მოგზაურობისას:

Photo by baklava

ბუდაპეშტი განთქმულია თავისი თერმული წყებით. აქ უამრავი სხვადასხვა სახეობის თერმული აბანოა, ყველაზე განთქმული კი მათ შორის არის ღია ცის ქვეშ მდებარე Széchenyi Thermal Bath თერმული აბანო, რომელსაც ჩემი რჩევაა აუცილებლად ესტუმროთ.

6. პორტუ, პორტუგალია. 

Photo by Everaldo Coelho

პორტუ პორტუგალიის სიდიდით მეორე, ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქია. აქ მოგზაურობა ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს.

ამ ქალაქში ქუჩებში სეირნობაც კი თავს მუზეუმში გაგრძნობინებთ, რადგან აქ ყველა შენობა-ნაგებობა ხელოვნების ნიმუშია.

ეს ინფორმაცია კი განსაკუთრებით ჰარი პოტერის მოყვარულებს გაგახარებთ. თუ არ იცოდით გეტყვით, რომ პორტუ ჰარი პოტერის ავტორის ჯოან როულინგის ინპირაციის წყაროა. სწორედ აქ არის პორტუს ბიბლიოთეკა Livraria Lello, რომელსაც ჰარი პოტერის ბიბლიოთეკასაც უწოდებენ და Art Deco Café Majestic სადაც როულინგი ამ წინგნზე მუშაობდა და მათ გარემოს ინსპირაციის წყაროდ იყენებდა.

Photo by Ivo Rainha

1 რამ რაც აუცილებლად უნდა გააკეთო პორტუში მოგზაურობისას:

პორტუში მოგზაურობისას აუცილებლად დააგემოვნეთ ადგილბრივი ღვინო და ეწვიეთ ქალაქის სხვადასხვა ღვინის მარნებს და ბარებს.

7. ლიმა, პერუ

მას შემდეგ რაც მაჩუ-პიქჩუ სამოგზაურო დანიშნულებების პიკშია, პერუს დედაქალი ლიმაც, ნამდვილად იმსახურებს მოგზაურების ყურადღებას 2019 წელს.

ლიმა ცნობილია როგორც ამერიკის კონტინენტის გასტრონომიული დედაქალაქი. ასევე იგი ცნობილია თავისი ულამაზესი პლაჟებით და პრესტიჟული მუზეუმებით, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიოს ნამდვილ საოცრებას წარმოადგენს. აქ მოგზაურობისას გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ პრე-კოლუმბიურ მუზეუმს Museo Larco.

1 რამ რაც აუცილებლად უნდა გააკეთო ლიმაში მოგზაურობისას:

აუცილებლად ესტუმრეთ Javier Wong -ის პატარა რესტორანს Chez Wong-ს.