საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციისა და სამეცნიერო კვლევა-ძიების მასშტაბი 2019 წელს კიდევ უფრო გაიზრდება. სახელმწიფოს და კერძო საქველმოქმედო ფონდების მზარდი მხარდაჭერის პირობებში დარგისკენ მიმართული ერთობლივი ფინანსური რესურსი ამ დრომდე უპრეცედენტო ოდენობას შეადგენს. სარესტავრაციო, საკონსერვაციო და არქეოლოგიური სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განკარგავს, ფონდი „ქართუ“-ს მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და ის სრულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციაზე წარიმართება.
უპრეცედენტოდ დიდია სარესტავრაციო-საკონსერვაციო არქიტექტურული ნაგებობებისა და არქეოლოგიურად საკვლევი ობიექტების ნუსხა, რომლებზეც ფიზიკური სამუშაოები უკვე დაიწყო ან უახლოეს მომავალში დაიწყება. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, მხოლოდ კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგეტოს მიერ 84 მიმდინარე და ახალი პროექტი დაფინანსდება,რაც გულისხმობს: 43 არქიტექტურულ ნაგებობაზე სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს და 41 არქეოლოგიურად საკვლევ ობიექტზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას. კულტურული მემკვიდრეობის 50 -ზე მეტი უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი კი ფონდი „ქართუ“-ს თანხებით იქნება უზრუნველყოფილი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციისა და არქეოლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა განვლილი წლების განმავლობაში განუხრელად იზრდებოდა და მან წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. 2019 წელს უპრეცედენტოდ დიდია ფონდი „ქართუს“ მიერ საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობების აღსადგენად მიმართული დაფინანსების მოცულობაც.
ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რეაბილიტაციის 4 წლიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კომპანია „RMG GOLD”-ისა და საქართველოს საპატრიარქოს 5 ეპარქიის თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება,„RMG GOLD”-ი 1 მილიონ 700 ათას ლარს გაიღებს. 7 უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ფიტარეთის მონასტრის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს ეკლესიის, ნიკორწმინდის, ალავერდისა და შუამთის სამონასტრო კომპლექსების სრულფასოვან რეაბილიტაციისათვის კი კომპანია მიმდინარე წელს 500 ათას ლარს დახარჯავს.
*ფონდი „ქართუ“-ს მიერ 2019 წელს დასაფინანსებელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო არქიტექტურული ნაგებობების ნუსხა:
1.გურჯაანის მუნიციპალიტეტი,ვაჩნაძიანის დიდი ციხის რეაბილიტაცია.
2.გურჯაანის მუნიციპალიტეტი,ყველაწმინდის ტაძრის მცირე რეაბილიტაცია.
3.დუშეთის მუნიციპალიტეტი,ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ეკლესიის რეაბილიტაცია.
4.ხონის მუნიციპალიტეტი,სოფ.დედალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე ეტაპის რეაბილიტაცია.
5.მცხეთის მუნიციპალიტეტის,სოფ.კარსანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
6.ქუთაისის გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მეორე ეტაპის რეაბილიტაცია.
7.მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ.ქვემო ხუნწის, სმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის პირველი ეტაპის რეაბილიტაცია.
8.საჩხერის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული კომპლექსის „მოდი ნახე“-ს მეორე ეტაპის რეაბილიტაცია.
9.კასპის მუნიციპალიტეტის სოფ.ნიჩბისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
10.ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ .ქვენათკოცას ეკლესიის „ყვავის საყდარა“-ს რეაბილიტაცია.
11.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის,სოფ.ვერტყვიჭალას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
12.ხაშურის მუნიციპელიტეტი,დაბა სურამის „ამაღლების“ სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
13.ქარელის მუნიციპალიტეტის,სოფ. საღოლაშენის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
14.ბოლნისის მუნიციპალიტეტის,ხრანის ხეობა ,მირტაშენის დაბლობი,წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
15.ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. დარბაზის „ბოალო ქილისას“ დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია.
16.მცხეთის მუნიციპალიტეტი,ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი ნათლისცემის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.
17.თეტრიწყაროს მუნიციპალიტეტის,კლდეისის ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
18.ხაშურის მუნიციპალიტეტის,წრომის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
19. მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მშრალი ხევის ღთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
20.ახმეტის მუნიციპალიტეტის , ახმეტის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
21.კასპის მუნიციპალიტეტის,სოფელ ჩხაველის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტცია.
22.გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ წითელი სოფლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.
23.სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაში მდებარე ის ეკლესიის რეაბილიტაცია.
24.წყალტუბოს მუნიციპალიტეტი,სოფ.ტყაჩირის,წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
25.სიღნაღის მუნიციპალიტეტის,ხირსის მონასტრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
26.ახალციხის მუნიციპალიტეტის,თისელის ეკლესიის რეაბილიტაციის მეხუთე ეტაპი.
27.კასპის მუნიციპალიტეტის,სოფელ ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
28.ქარელის მუნიციპალიტეტის,არადეთის ციხის სამხრეთ -აღმოსავლეთი, ცენტრალური კოშკის და გალავნის კედლის რესტავრაცია.
29.ქარელის მუნიციპალიტეტი ,სოფელ რუისის კვირიკე წმინდას ეკლესიის რეაბილიტაცია.
30.ქალაქი მცხეთა ,სვეტიცხოვლის მელქისედეკის სასახლესა და კარიბჭეს შორის მდებარე გალავნის კედლის ფრაგმენტის რეაბილიტაცია.
31.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის,სოფ.ქვემო ახალშენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
32.ტყიბულის მუნიციპალიტეტში ,სოფ.ცუცხვათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის მეორე ტაპი.
33.წყალტუბოს მუნიციპალიტეტი,სოფ.ღვანისწყალის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
34.მარტვილის მუნიციპალიტეტის ნოღას ციხის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი.
35.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ,სოფ.ქვედა საზანოს კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
36.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის,სოფ.ვარძიის „დედაღვთისმშობლის“ სახელობის ეკლესიის დასავლეთი მინაშენისა და სამრეკვლოს რეაბილიტაცია.
37.კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
38.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ.ხაბუმეს ღვთისმშობლის სახელობის „მოდი ნახე“-ს ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
39.ახალციხის მუნიციპალიტეტის, ურავლის აგარას მონასტრის სამრეკლოს რეაბილიტაცია.
40.გორის მუნიციპალიტეტის,სოფ.მერეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
41.ჭიათურის მუნიციპალიტეტის .სოფ.რგანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
42.თბილისის წმინდა ორმოც სებასტიანელ მოწამეთა მონასტრის არქეოლოგიური საექსპოზიციო სივრცის მოწყობა.
43.საგურამოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
44.ჩოხატაურის მუნციპალიტეტის სოფ.ერკეთის დედათა მონასტრის ,მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიისა და საყრდენი კედლების რეაბილიტაცია.
45.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის,სოფ.გორა-ბერეჯოულის ერისთავების სასახლის რეაბილიტაცია.
46.კვიპროსის რესპუბლიკაში ალამინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის არქეოლოგიური სივრციხ კეთილმოწყობა.
47.რუსთავის ციხის რეაბილიტაცია.
48.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის,სტეფანწმინდას,მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
49.დმანისის მუნიციპალიტეტის,ბერთას ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.
50.თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ.ჯგილათის ეკლესიის რეაბილიტაცია.
51.ჯიხეთის მონასტრის რეაბილიტაცია.
52.თბილისი,სოფ.თელოვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისსახურავის რეაბილიტაცია.
53.გორის მუნიციპალიტეტის,სოფ.ტირძნისის „დედაღვთისას“ სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
*კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს დასაფინანსებელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო არქიტექტურული ნაგებობების ნუსხა:
1.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ფიტარეთის ტაძრის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები .
2.ბოლნისის მუნიციპალიტეტი სათხეს ეკლესიის რესტავრაცია-რეაბილიტაცია.
3.სამშვილდეს ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
4.თრეალეთის პეტროგლიფების მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
5.მცხეთის მუნიციპალიტეტი ბებრისციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები
6.სვეტიცხოვლის ტაძრის კონსტრუქციული გამაგრების პროექტის შემუშავება
7.ჯვრის დიდი ტაძრის სამშენებლო მასალის საკონსერვაციო პროექტის შემუშავება
8.დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფ. ოძისი, ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია
9.სოფელ ქვემო ნიჩბისში მდებარე ციციშვილების ციხე-დარბაზის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია.
10.ახალციხის მუნ. თისელის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია .
11.ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია.
12.ვარძიის მულტიდისციპლინარული კვლევა.
13.ვანის ქვაბების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
14.სენაკის მუნიციპალიტეტი პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაცია.
15.წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მოხატულობის კონსერვაცია .
16.მესტიის მუნიციპალიტეტი, ზემო სვანეთში მდებარე კოშკების და მაჩუბების რეაბილიტაცია.
17.საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-კონსერვაცია.
18.საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დავით გარეჯის დოდო რქის სამონასტრო კომპლექსის ახალგამოვლენილი დარბაზული ეკლესიის კედლის მოხატულობის საკონსერვაციო სამუშაოები.
19.ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის (მირზაანი) ფონდსაცავის რეაბილიტაციის პროექტი და ფიზიკური სამუშაოები.
20.გრემის აბანოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
21.კესელოს ციხის რეაბილიტაცია.
22.ალავერდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
23.იყალთოს ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი მომზადება.
24.ახალი შუამთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობების მოწყობის საპროექტო სამუშაოები.
25.გარეჯის საბერეები კვლევითი სამუშაოები.
26.ხირსას მონასტრის სამშენებლო მასალის კვლევა და რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები.
27.დოლოჭოპის ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოები.
28.ყვარლის სამხრეთ-დასავლეთი კოშკის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
29.მირზაანის მუზეუმის შესასვლელი შენობის რეაბილიტაცია.
30.გორის მუნიციპალიტეტი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია.
31.გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
32.გორის მუნიციპალიტეტი ატენის სიონის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
33.რკონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
34.ნაბახტევი ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები.
35.ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქციის და ეზოს კეთილმოწყობის საპროექტო სამუშაოები.
36.გორის მუნიციპალიტეტი, სოფ არბო, ანტონ ფურცელაძის სახლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
37.გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია.
38.წყალტუბოს მუნ. გეგუთის ისტორიული სასახლის რეაბილიტაცია.
39.ზესტაფონის მუნიციპალიტეტი შორაპნის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-ადაპტაციის და ინფრასტრუქტურული განვითარების კონცეფციის შემუშავება.
40.გიორგი ახველდიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია.
41.ქ. თბილისი მეტეხის ღმრთისმშობლის ტაძრის ქვის კონსერვაციის სამუშაოები.
42.ანჩისხატის ტაძრის ქვის კონსერვაციის სამუშაოები.
43.თბილისი, ჩიტაძის ქ. 9ა-ში მდებარე ეკლესიის რეაბილიტაცია.
*კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს დასაფინანსებული არქეოლოგიურად საკვლევ ობიექტზე ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნუსხა:
1.გრაკლიანი
2.გუდაბერტყა
3.დიდნაური
4.ზიარი
5.ხვამლის მთა
6.დედოფლის გორა
7.ხუნწი
8.ნოქალაქევი
9.ჭაქვინჯა
10.ქუთაისის არქეოლოგია
11.ძალისა
12.ითხვისი
13.კაზრეთი,მაღაროს მღვიმე
14.ანაკლია,ცვანე
15.სამშვილდე
16.ფარავნის ველი
17.ივრისპირები,ქვაბები
18.კენჭიყარა,ხოვლე
19.გოხნარი
20.ჭობარეთი
21.აბასთუმანი
22.ნეძვის მონასტერი
23.ლენტეხი
24.მესტია,სოფ.ბოგრეში
25.მსხალგორი
26.შორაპანი
27.ბაგინეთი
28.გეგუთი
29.წერაქვი
30.ვანის ქვაბები
31.ნავდარაანთ კარი
32.შუამთა
33.ოთარაანთ კარი
34.ღართის კარი
35.ლეღვანი
36.ფარავნის ველი
37.თრელიგორები
38.საბუე
39.ცვანე
40.ივრისპირა ქვაბები
41.ფიჭვნარი
*„RMG GOLD”-ის მიერ 2019 წელს დასაფინანსებელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო არქიტექტურული ნაგებობების ნუსხა:
1.ფიტარეთის მონასტერი
2.ბოლნისის სიონი
3. სამშვილდის ნაქალაქარი
4.სათხეს ეკლესია
5. ნიკორწმინდა
6.ალავერდი
7. შუამთის სამონასტრო კომპლექსი