2018 წლის იანვარი-თებერვლის თვის მონაცემებით საქართველოს 885,047 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +17.2%-ია.
მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 367,321 შეადგინა, (ზრდა +24.9%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-0.6%), სომხეთიდან (+24%), თურქეთიდან (+24%), რუსეთიდან (+19.2%) და ირანიდან (+110.5%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარი-თებერვლის თვეში გამოირჩნენ: გაერთიანებული სამეფო +41%, ლიტვა +26%, საფრანგეთი +23%, გერმანია +11% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +132%, ირანი +110%, საუდის არაბეთი + 102%, ისრაელი +75%, ჩინეთი +53% და სხვა.
მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 130 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 134,870-ს შეადგენს. 1,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 9 ქვეყნიდან, ჯამში 121,989 (მთლიანი ზრდის 90.4%).
რაც შეეხება, მიმდინარე წლის თებერვლის თვეს, საქართველოს 440,806 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით + 19.8%-ია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 177,845 საერთაშორისო მოგზაური გაჩერდა (ზრდა +27.1%).
2018 წლის თებერვალში თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-2.2%), სომხეთიდან (+27.1%), თურქეთიდან (+28.1%), რუსეთიდან (+24.2%) და ირანიდან (+130.6%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, თებერვლის თვეში გამოირჩნენ: გაერთიანებული სამეფო +49%, ლიტვა +36%, საფრანგეთი +31%, გერმანია +21% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ქუვეითი +134%, ირანი +131%, ჩინეთი +83%, ისრაელი +73%, ინდოეთი +37% და სხვა.
2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 122 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 77,004-ს შეადგენს. 1,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 6 ქვეყნიდან, ჯამში ამ ქვეყნებიდან ზრდა 67,529-ია (მთლიანი ზრდის 87.7%).
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.
ვრცელი მიმოხილვისთვის იხილეთ შემდეგი ბმული.
დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე.