2018 წლის იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 14.8%-ით, ტურისტების კი 23%-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვარში საქართველოს 444,241 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 57,171-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +14.8%)-ია.
იანვრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა, რაც 35,393-ით მეტია 2017 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +23%).
მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა:
აზერბაიჯანიდან (+0.8%),
თურქეთიდან (+20.1%),
სომხეთიდან (+20.9%),
რუსეთიდან (+14.6%)
ირანიდან (+92.4%) .
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვრის თვეში გამოირჩეოდნენ:
ჩეხეთი +59%,
ლატვია +46%,
გაერთიანებული სამეფო +31%,
ნიდერლანდები +28%
ლიტვა +16% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:
ქუვეითი + 131%,
საუდის არაბეთი + 127%,
ირანი +92%,
ისრაელი +77%,
ინდოეთი +48%,
თურქეთი +20% და სხვა.
2017 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტო რაოდენობა 7,554,936 ეწვია. (ზრდა +18.8%) მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები უცხოური ტურიზმიდან და წინასწარი მონაცემებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 586 მილიონი აშშ დოლარით მეტია.