2018 წლის იანვარ-სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 17.7%-ით გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 17.7%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარ-სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3.772.102 შეადგინა, რაც 17.7%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-აგვისტოს მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 2.233 მლნ დოლარს შეადგენს (ზრდა +22.2%), რაც 405 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 536.302 შეადგინა, რაც 44.724-ით მეტია 2017 წლის სექტემბერთან შედარებით. (ზრდა +9.1%).

 განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:
•კორეის რესპუბლიკა +134%;
•ჩინეთი +90%;
•ბელარუსი +46%;
•ქუვეითი +36%;
•ისრაელი +35%.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა:
•რუსეთიდან (+22.9%);
•აზერბაიჯანიდან (+10.9%);
•სომხეთი (+0.1%);
•თურქეთიდან (+17.2%).

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა არის შემდეგი ქვეყნებიდან:
•ესტონეთი +95%;
•ნიდერლანდები +59%;
•რუმინეთი +58%;
•გერმანია +52%;
•ბელგია +50%;
•ჩეხეთი +47%;
•ესპანეთი +47%;
•გაერთიანებული სამეფო +43%
•სხვა.

წყარო: საქართველოს მთავრობა