2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 2.8 მლნ საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა
2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 799 მილიონ დოლარს (ზრდა +28.4% წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით).
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება „GIZ“-ის დაფინანსებით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ექსპერტებმა მოახდინეს საქართველოში არსებული ტურიზმის სტატისტიკის მსოფლიო პრაქტიკასთან ადაპტირება. საქართველოში შემოსული უცხოელი მოქალაქეების სწორად აღსარიცხად სამუშაოებში ჩართული იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული ბანკი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებათაშორისი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა.
წყარო: საქართველოს მთავრობა