2018 წლის აპრილში ტურისტების რაოდენობა 24.9%-ით გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • 2018 წლის აპრილში ტურისტების რაოდენობა 24.9%-ით გაიზარდა

2018 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების როდენობა +24.9%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 16.8%-ით გაიზარდა.

2018 წლის აპრილის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების (ტურისტების) რაოდენობამ, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 278,032 შეადგინა, რაც 55,476-ით მეტია 2017 წლის აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +24.9%):
• ირანი +98.5%,
• რუსეთი +43.4%,
• აზერბაიჯანი +10.4%,
• თურქეთი +29.2%.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობის ზრდის კუთხით აპრილში გამოირჩეოდნენ:
• ესტონეთი +83%,
• ლატვია +82.6%,
• პოლონეთი +37.3%,
• გაერთიანებული სამეფო +33.6%,
• ნიდერლანდები +29.1%
• საფრანგეთი +24.7%.

2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოს 2,060,264 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 282,544-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +15.9%):
• ირანი +69.3%,
• რუსეთი +31.2%,
• თურქეთი +23.9%,
• სომხეთი +8.7%.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარი-აპრილის თვეში გამოირჩნენ:
• ესტონეთი +83.1%,
• ლატვია +55.8%,
• გაერთიანებული სამეფო +46.6%
• ესპანეთი +43.9%,
• ნიდერლანდები +38.4%,
• საფრანგეთი +24.4%

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:
• ქუვეითი +111.4%,
• ირანი +69.3%,
• ჩინეთი +58.2%,
• საუდის არაბეთი + 57.9%,
• ისრაელი +49.7% და სხვა.

წყარო: საქართველოს მთავრობა