პირველად 2018 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
2018 წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს რეკორდული რაოდენობის – 1 130 462 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მათ შორის 53% ქართველია, ხოლო 47% უცხოელი.
2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
• პრომეთეს მღვიმეს
• მარტვილის კანიონს
• ყაზბეგის ეროვნულ პარკს
• თბილსის ეროვნულ პარკს
• ოკაცეს კანიონს
საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.
2018 წლის განმავლობაში, ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა რეკოდრული თანხა – 8 417 991 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად ემზადება 2019 წლის ეკოტურისტული სეზონისთვის. საქართველოს ეროვნულ პარკებში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარე წელს ვიზიტორებისთვის კიდევ ერთი ახალი ეკოტურისტული მიმართულება – ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნება, სადაც ეკოტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა მოეწყო.