2018 წელს ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა

2018 წლის 4 თვეში ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა.

ექსპორტის მატება დაფიქსირდა როგორც ევროპის, ისე აშშ-ის, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:
• იაპონია +139%,
• ჩეხეთი +90%,
• დიდი ბრიტანეთი +89%,
• ყაზახეთი +84%,
• ნიდერლანდები +83%,
• სამხრეთ კორეა +76%,
• ბელარუსი +75%,
• გერმანია +66%,
• ლიტვა +51%,
• რუსეთი +47%,
• ლატვია +32%,
• უკრაინა +27%,
• პოლონეთი +24%,
• ესტონეთი +19% და სხვ.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 84 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ზრდამ შეადგინა 32%.

იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის 4 თვის მონაცემებს.

წყარო: საქართველოს მთავრობა