2017 წლის საქართველოს საერთაშორისო წარმატებები

  • Home
  • მთავარი
  • 2017 წლის საქართველოს საერთაშორისო წარმატებები

2017 წელი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული წელი იყო. გთავაზობთ გასული წლის შემაჯამებელ სტატიას, საქართველოს საერთაშორისო მიღწევებისა და წარმატებების შესახებ.

  1. 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით საქართველოს 7 მილიონამდე ტურისტი ესტუმრა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია.
  2. ევროკავშირთან ამოქმედდა ვიზალიბერალიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის 22 წევრ, 4 არაწევრ და 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ.
  3. პროექტ”გაიცანი საქართველო”-ს ფარგლებში ჩატარდა 7 პრესტური და დამზადდა 32 სატელევიზიო რეპორტაჟი.
  4. BBC, CNN, Euronews, Discovery channel-ზე და მსოფლიოს სხვადასხვა რეიტინგულ და პოპულარულ ტელეარხებზე, საქართველოს შესახებ მომზადდა არაერთი სიუჟეტი და გავიდა გადაცემა.
  5. საქართველო არაერთხელ დასახელდა მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების მიერ 2018 წელს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის, მათ შორის Lonely planet, National Geographic, Financial Times და სხვა.
  6. “გასტრონომიული და აგრო ტურიზმის” მიმართულებით საქართველომ 1 ადგილი დაიკავა National Georgraphic Travel Awards-ის გამოკითხვაში.
  7.  ესპანეთის სამეფოში საქართველოს წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნად აირჩიეს.
  8. გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა.
  9. 2017 წლის უსაფრთხოების ინდექსის მონაცემებით, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეულში მოხვდა.
  10.  2017 წელს საქართველოში ათეულობით გლობალური მნიშვნელობის კონფერენცია, ფორუმი და სიმპოზიუმი გაიმართა. მათ შორის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც 34 ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ.
  11. 2017 წელი ქართული კინოსთვისაც წარმატებული იყო. რამდენიმე ქართულმა ფილმმა არაერთხელ მოიპოვა საერთაშორისო კინოფესტივალის რამდენიმე გრანპრი და ათეულობით პრიზი.
  12.  საქართველო კინო გადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყნად აირჩიეს.
  13. ქართული ენა დასახელდა ათი უძველესი ცოცხალი ენის სიაში.
  14. მსოფლიო სამეცნიერო წრეებმა, საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარეს.
  15. საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი და მის შესასვლელში ქართული ქვევრი დაიდგა.
  16. მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველომ ხელშეკრულება გააფორმა ჩინეთთან.
  17. ზაზა ფაჩულია მსოფლიო ჩემპიონი გაცხა. იგი პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) მოიგო.
  18. პლანეტის საუკეთესო სპორტსმენების სიაში ქართველი მძლეოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდა, მან აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მოიპოვა და ორი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
  19. Sanremo Junior 2017 მოიგო საქართველომ, გრანპრის მფლობელი 11 წლის ლიზი წერეთელი გახდა.
  20. გერმანული Voice-ის გამარჯვებული ქართველი მომრერალი ნათია თოდუა გახდა.
  21. საქართველოში პირველად ჩატარდა საერთაშორისო საბავშვო მუსიკალური კონკურსი Junior Eurovision.
  22. ანაკლიაში დაიწყო საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, საერთაშორისო სტრატეგიული მნიშვნელობის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.
  23. ოქტომბერში გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს. იგი მოიხსენიება როგორც „რკინის აბრეშუმის გზა“.
  24. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ „FDI intelligence“  საქართველო „მომავლის ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციად“ დასახელდა. საქართველომ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციის ჯილდო დაიმსახურა რამდენიმე მიმართულებით: სპა და გამაჯანსაღებელ სექტორში, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის დარგში, ასევე უცხოელი ვიზიტორების მრავალფეროვნებისა და ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების გამარტივებული პროცედურებით შემოსვლის მიმართულებით საქართველო წამყვანი ქვეყანა გახდა.
  25. საქართველო, ისტორიაში პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის – “ღია მმართველობის პარტნიორობა” (OGP) თავმჯდომარე გახდა.
Tags: