გრაფიკული ვიდეო 2017 წლის საქართველოს ტურიზმის სტატისტიკის შესახებ

  • Home
  • მთავარი
  • გრაფიკული ვიდეო 2017 წლის საქართველოს ტურიზმის სტატისტიკის შესახებ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახლებული მეთოდოლოგიით შედგენილი 2017 წლის საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე 2017 წლის ტურიზმის სტატისტიკის გრაფიკული ვიდეოს პრეზენტაცია მოეწყო. ინოვაციური ვიდეო მარტივად გასაგებად აღწერს ტურიზმის სხვადასხვა სექტორის სტატისტიკას. ვიდეო გვიჩვენებს, როგორი იქნებოდა ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ასი რომ იყოს.

განახლებული ტურიზმის სტატისტიკა ახალ, შეცვლილ მეთოდოლოგიას ეფუძნება, რომელიც შემუშავებულია ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.
ანგარიში მოიცავს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული საერთაშორისო ვიზიტორთა მახასიათებლების კვლევის მონაცემებს.

2017 წლის სტატისტიკური ანგარიში მიმოხილავს ტურიზმის სექტორში არსებულ მდგომარეობას და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით განხორცილებულ აქტივობებს. პუბლიკაციაში განხილულია საერთაშორისო ვიზიტების, საერთაშორისო და შიდა ვიზიტორების მახასიათებლების, ეკონომიკური ინდიკატორების, საავიაციო და განთავსების ბაზრებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია.

გრაფიკული ვიდეო ტურიზმის სტატისტიკის შესახებ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სტატისტიკის მარტივად აღსაქმელად თვალსაჩინოებისთვის ინოვაციური ვიდეო შექმნა. ვიდეო გვიჩვენებს, როგორი იქნებოდა ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ასი რომ იყოს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო#ტურიზმი2018

Geplaatst door ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration op Maandag 2 juli 2018

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია