- ალო
- გოგო ძაან მაგარი იდეა მაქვს, რას შვები როგორ ხარ?
- რა იდეა? მიდი დასცხე.
- ქეთის სურპრიზი გავუკეთოთ და დაბადების დღეზე დავადგეთ.
- ეეე, რა მაგარიაა, სუპერ, თუ გამოგვივიდა ძაან მაგარი იქნება.
მერე იყო მთელი 5 თვე მოგზაურობისთვის ფულის გროვება კაპიკ-კაპიკ, ბილეთებიც ვიყიდეთ მე და სოფომ, გეგმაც შევადგინეთ რა უნდა დაგვეთვალიერებინა. და აი დადგა ეს დღეც აეროპორტში ვართ პასპორტ კონტროლი გავიარეთ, ჩავჯექით ღამის 4 საათია. გზა შორია: თბილისი კიევი, კიევი-ბარსელონა, ბარსელონას აეროპორტიდან რკინიგზის სადგურამდე მისვლა, ბარსელონადან-ალიკანტეში 7 სათი მატარებლით, იქ დაგვხდებიან სადგურზე და ორიჰუელამდეც ჩავაღწიეთ. გემის გარდა ყველა ტრანსპორტი გამოვიყენეთ და უკვე ქეთისთან ვართ!
და დაიწყო . . .
კივილი,წივილი, ჩახუტება, კოცნები, ბედნიერი საახები – 5 წლის უნახავი მეგობრის გაჭყლეტვამდე ჩახუტება.
მერე იყო დაბადების დღე, ჟრიამული, ბევრი გართობა, ფლამინკოს მოცეკვავეები, ზღვის პროდუქტები, სანაპიროზე გარუჯვა, ესპანური კულტურის გაცნობა. ყოველ დღე ახალი ემოციები, საინტერესო ადგილები და ჩვენ მეგობრები ისევ ერთად.
7 დღეს ბარსელონაში ჩავედით! პარიზს ეძახიან ხომ სიყვარულის ქალაქს? არა სიყვარულის ქალაქი არის ბარსელონა! თითქოს ამ ქალაქში სიყვარულის სუნი ტრიალებს, გაბრუებული ხარ სიყვარულით, ყველა იცინის, ბედნიერია, სულ წყვილები, ხელი-ხელ ჩაკიდებული წყვილები დადიან, ერთმანეთს კოცნიან, შუქნიშანზეც კოცნიან, მეტროშიც, სანაპიროზე ხო სულ კოცნიან და კოცნიან. დილით ყველა ვარჯიშობს დიდი პატარა ბავშვი ქალი, 80 წლის დანაოჭებული ბებოც ვარჯიშობს, ყველას რუჯი აქვს, ო ეს ნამზეური როგორ უხდებათ. ხო და ყველას ფერადი ტანსაცმელი აცვია, შავ ფერს ვერსად ნახავ, ერთი-ორი ალბათ ისიც აუცილებლობის შემთხვევაში. დავიხედე და მაცვია შავი ბალეტკა, შავი კაბა, შავი სათვალე, შავი ჩანთა – „ქურდის ცოლივით“ ვარ – აშკარად მეტყობა რო ქართველი ვარ. პირველი რაც გავაკეთე სასტუმროში ავედით და ფერადი ტანსაცმელი ჩავიცვი და წავედით საგრადა ფამილიას სანახავად.
სასწაულია საგრადა – გაუდი მართლაც გენიოსი ყავდათ. აუცილებლად ადით საგრადას ტაუერზე და იქიდან გადმოიხედეთ! სასწაული ხედია! მერე წვრილ დახვეულ უჰაერო კიბეებით მოგიწევთ ჩამოსვლა, მაგრამ არაუშავს იმ სასწაული ხედისთვის ღირდა თავბრუს დახვევა.
ჰოპ ონ ჰოპით არ შემოიაროთ ქალაქი, ფეხით იარეთ, დღეში მინიმუმ 20 კილომეტრს დავდიოდი, ღამე ფეხების ტკივილისგან მართლა ვიტირე, გამაყუჩებელიც დავლიე, მაგრამ ამდენ სილამაზეს თითოეულ წვრილ ქუჩაზე რასაც ნახავთ იმას ავტობუსით ვერ შეიგრძნობთ.
ბარსელონა და შოპინგი . . .
წვრილ ქუჩებში რო დაეძებ რამე განსხვავებულს რასაც თბილისში ვერ ნახავ და მარტო შენ გექნება, არჩევ არჩევ რომ უფრო უკეთესი ნახო.
ჩემი და პალტოს ისტორია ხომ ცალკე მოგზაურობის ამბავია.
ხვალ მოვფრინავთ და ბოლო დღე შოპინგს დავუთმეთ, ფეხზე ვერ ვდგავართ, მაგრამ მაღაზიიდან მაღაზიამდე დავდივართ, ისე რომ ჭამაც დაგვავიწყდა. ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე ესპანელი დიზაინერის ბუტიკი იყო და პალტო მომეწონა, ფასიც, მაგრამ იქნებ უკეთესი ვნახოს იმედით გამოვედი, ბევრი სიარლის მერე მივხვდი რომ ის პალტო მინდოდა, მოვბრუნდით მე და სოფო და დავიწყეთ იმ წვრილი ქუჩის ძებნა, ქუჩები დიაგონალურად იკვეთება და პარალელური ქუჩის ძიებას არც ეცადოთ. და აი მოვადექით ამ საოცნებო ბუტიკს და მენეჯერმა იმ წამს ჩამოხურა ჟალუზი – CLOSED. ვეხვეწები ვუხსნი, ტურისტი ვარ, ხვალ მივფრინავ, გასინჯული მაქვს პალტო ფულს გადაგიხდი და წავალთქო. არაფერმა არ გაჭრა, ხვალ დილით 10-ზე ვიხსნები და თუ გინდა დილით მოდიო. კედელს მივეყუდე და მიწაზე ჩავცურდი . . .
- ვერ მოვასწრებთ!
- მოიცადე თავიდან გადავთვალოთ დრო.
ბევრი კალკულაციის მერე გამოვთვალეთ, რომ იქვე მეტრო იყო. სასტუმროდან ამ მეტროში ამოვიდოდით, სოფო ბარგით დამელოდებოდა, მე ამოვარდებოდი,ბუტიკში შევარდებოდი, ჩემი ოცნების პალტოს ვიყიდდი, ისევ მეტროში ჩავიდოდი და გავაგრძელებდით აეროპორტისკენ გზას.
ავიბარგეთ, ყურებზეც ჩანთები გვკიდია, 20 კილოიანი ჩემოდნები ორივეს, პლიუს ზუსტად აწონილი 8 კილო ხელბარგი და კიდე პატარა ჩანთა ფული, ბილეთები და წვრილმანები.
დიაგონალის მეტროს ბაანზე მოვედით. სოფოს დავუტოვე ყველა ფერი, ჩანთან, ბარგი, ბილეთი, ფული. ჯიბეში მიდევს პალტოს ბული და მეტროს ბარათი. მივარდი პალტო ვიყიდე გამოვარდი, ჩავდივარ მეტროში და აქ დაიწყო . . . 2 სართულიანი მეტროსადგური თითოზე 4 გასასვლელი და პლიუს ტრამვაის გასასვლელი. გავატარე მეტროს ბარათი და შევედი. არ მეცნო ის გასასვლელი და უკან გამოვედი, მერე ტრამვაის ბაქალზე შევარდი და მივხვდი რო დავიბენი, საინფორმაციო ჯიხურთან მივვარდი და ვთხოვ, ვეხვეწები, ვემუდარები რომ გამოაცხადოს რომ დავიკარგე. ესპანურის გარდა სხვა ენა არ ვიციო. . . ხელში ჩემი პალტო მიჭირავს მეტროს ბილეთიც აღარ მაქვს, ჯიბეები მოვიქექე და 2 ევრო აღმოვაჩინე, მივარდი ბილეთი ვიყიდე, გავატარე და ისევ მეტროს მხარეს შევედი, ვიცი რომ აქედან აღარ უნდა გამოვიდე, მეტი ფული არ მაქვს, ვხვდები რომ უკვე ვაგვიანებ და უფრო ვნერვიულობ, ყველა ჩასასვლელში გავედი და ვხვდები რომ კრუგზე ვტრიალებ, ამასობაში 30 საათი გავიდა, შიშმა ამიტანა დ ამ მშვიდ და ბედნიერ ქალაქში სადაც არავინ ტირის და ჩხუბობს დავიწყე ტირილ
ი და ხმამაღლა ქართულად მოთქმა – ღმერთოოოოო, გეხვეწები, სოფო მაპოვნინე, ღმერთო გეხვეწებიიიიიი!
ერთ ერთ გასასვლელში ჩავედი და მესმის განწირული ხმა:
- დეკოოოოოოოოოოოოოოოო (ხავის, კი არ ყვირის)
მოვტრიალდი და სოფო დავინახე. ბედნიერების საზომივით მაქვს ის გრძნობა დღემდე. მერე აღარ მახსოვს რა ხდებოდა ყურებში შუილი მესმოდა.
- მაგინე, რაც გინდა ის მიქენი! სოფოოოო რა მაგარია რო გიპოვე.
მოგზაურობა ბედნიერად დასრულდა. ფრენასაც მივუსწარით და საოცნებო პალტოც ჩემი იყო!
მოგზაურობა – თავგადასავლების ექსპრომტი!