13 ქვეყნის 40 ჟურნალისტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

  • Home
  • მთავარი
  • 13 ქვეყნის 40 ჟურნალისტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს 13 ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები ეწვივნენ.

საერთაშორისო მედია საშუალებების 40 წარმომადგენელმა ტურის ფარგლებში მოინახულა: თბილისი, მცხეთა, ბათუმი და ქუთაისი. უცხოელი ჟურნალისტები ბათუმში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ დაესწრნენ.

SOHO BATUMI-ში გაიმართა გალა კონცერტი, სადაც ფესტივალის ფინალისტები დააჯილდოეს. ტურის მონაწილეებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

პრესტურის ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული პოტენციალის შესახებ 13 სატელევიზიო სიუჟეტი და 20-ზე მეტი სტატია მომზადდება.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია