10 ყველაზე საშიში ხიდი მსოფლიოში

   

     1. ჰუსაინის ხიდი (პაკისტანი)

სიაში პირველი ხიდი მდებარეობს პატარა ქალაქ ჰუსაინიში, რომელიც მდებარეობს გილგიტ-ბალტისტანის რეგიონში, 2,600 მეტრის სიმაღლეზე. მდინარე ჰუნზას ორივე მხარის მცხოვრებლებმა ეს დაკიდული ხიდი ხელთ არსებული საშუალებებით ააშენეს. რამდენიმე ხნის წინ მან სტაბილურობა დაკარგა, მაგრამ მაინც რჩება კონტაქტის ერთადერთ საშუალებად ორივე ნაპირზე მცხოვრებ ადამიანებს შორის. არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ეს ხიდი, მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ გადაკვეთის დროს, წყალში შეგიძლიათ დაინახოთ წინა ხიდის ნაშთი. რისკის მოყვარულები მდინარის შუა ნაწილიდან დაჯილდოვდებიან ყარაყორუმის ქედების ხედით. 

     2. ტრიფტის ხიდი (შვეიცარია)

ეს ფოლადის და ხის ხიდი საშუალებას გაძლევთ ნახოთ ულამაზესი ტრიფტის მყინვარი და მიაღწიოთ ამავე სახელწოდების ქოხამდე, რომელიც შვეიცარიის მთების ერთ-ერთი საოცარი ადგილია. თავდაპირველად ხეობის გადალახვა შეგეძლოთ მყინვარით. იმის გამო, რომ მყინვარი სწრაფად დნება, ხიდი პირველად 2004 წელს აშენდა, რომელიც 2009 წელს შეიცვალა უფრო გრძელი და მდგრადი ხიდით, რათა უფრო უსაფრთხო ყოფილიყო ტურისტებისთის. ტრიფტის ხიდი 170 მეტრის სიგრძისაა და ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ფოლადის დაკიდული ხიდია მსოფლიოში.

     3. ქესვაჩაკას დაკიდული ხიდი (პერუ)

ინკებს ღეროებისა და ბალახებისგან ჰქონდათ ბილიკების და ხიდების ფართო სისტემა. ესპანელების სამხრეთ ამერიკაში ჩასვლისთანავე მათ აღარავინ უვლიდა და ნელ-ნელა მათი უმეტესობა განადგურდა. გამონაკლისს წარმოადგენს კესვაჩაკის ხიდი, რომელიც ქალაქ კუსკოდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. ეს დაკიდული ხიდი ისევ ისეთია, როგორიც 500 წლის წინ იყო. ყოველწლიურად ხალხი ხიდს დაწნული ბალახით აახლებს. 

     4. უილიამ მურის ხიდი (ალასკა, აშშ)

ერთი შეხედვით, ეს ხიდი ძალიან უსაფრთხოდ გამოიყურება, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, შიში გარდაუვალია. ხიდის ინჟინრებმა საფრთხე დაინახეს მის ადგილმდებარეობაში. ხიდის ერთ მხარეს არის ფერდობი, ამიტომ მშენებლებმა გადაწყვიტეს, რომ მთელი წონა მხოლოდ ერთ მხარეზე ყოფილიყო. ამრიგად, მიწისძვრის დროს ხიდი მაშინვე არ დაინგრევა.

     5. Skybridge (რუსეთი)

ყველაზე გრძელი დაკიდული საფეხმავლო ხიდი მდებარეობს სოჭში, რუსეთში. მისი სიგრძეა 439 მეტრი. ბრწყინვალე ხედის გარდა, შეგიძლიათ გადმოხტეთ ბანჯი-ჯამფინგით ან გაისეირნოთ მსოფლიოს უსწრაფესი საბაგიროთი (70 კმ / სთ) მთებში.

     6. ხიდი ნიმბუსის მთაზე (კანადა)

თუ გსურთ ცაში სიარული, ნიმბუსის მთაზე თქვენ გაქვთ ეს შესაძლებლობა. აქ მოსახვედრად ჯერ გჭირდებათ ვერტმფრენით ფრენა, შემდეგ კლდეზე ცოცვა და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გაიაროთ 60 მეტრიანი ხიდი, რომელიც შედგება ფოლადის კაბელებისგან და რამდენიმე დაფისაგან. არ ინერვიულოთ, უზრუნველყოფილი იქნებით ყველაფრით, გარდა გამბედაობისა. 

     7. ტამან ნეგარას ხიდები (მალაიზია)

მიუხედავად იმისა, რომ ისინი არც ისე მაღალია, როგორც თოკების ხიდები მსოფლიოს უძველეს ტროპიკულ ტყეში, ტამან ნაგერას ხიდებიც საინტერესოა. მათი საერთო სიგრძე 510 მეტრია, ისინი თითქმის ეხებიან ათასწლიანი ხეების გვირგვინებს. ჯუნგლებში სიარულისას თქვენ შეიძლება შეხვდეთ ტყის ამა თუ იმ მკვიდრს.

     8. carrick-a-rede ხიდი (ჩრდილოეთ იორდანია)

ეს ხიდი, რომელიც 30 მეტრის სიმაღლეზეა დაკიდული და 20 მეტრიან სრუტეს მოიცავს, კერიკის კუნძულზე მიგიყვანთ. მანამდე ამ ხიდს ძირითადად მეთევზეები იყენებდნენ, რომლებიც უკაცრიელი კუნძულის სანაპიროებზე თევზაობდნენ. რადგან ტურისტთა უმრვლესობა ხიდზე გავლის შემდეგ უკან გადმოსვლას ვეღარ ბედავდნენ, უკან ნავით ბრუნდებოდნენ, ამიტომ ძველი ხიდი შეცვალეს უფრო უსაფრთო კონსტურქციით. 

     9. სამეფო ბილიკი (Caminito del Rey) (ესპანეთი)

სამეფო ბილიკი არის ოთხი კილომეტრიანი მისასვლელი ხიდი ესპანეთის სამხრეთ პროვინციაში, მალაგაში. იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკეტილი ავარიული მდგომარეობის გამო. ხიდი 2015 წელს კვლავ გაიხსნა, რადგან ბევრი ალპინისტი, აკრძალვების მიუხედავად, მაინც მიდიოდა და უბდერი შემთხვევისას იღუპებოდა. იგი ყველაზე საშიშ ბილიკად ითვლება მსოფლიოში. ამჟამად ხიდზე დაცულია უსაფრთხოების ზომები. 

     10. ცოცხალი ხიდები მეგალაიაში (ინდოეთი)

თუ არ ენდობით იმას, რასაც ადამიანი ქმნის, შეგიძლიათ ენდოთ ბუნებას. ხიდები მსოფლიოს ყველაზე ნესტიან რეგიონში, ინდოეთის შტატ მეგალაიაში მდებარეობს. იგი ასობით რეზინის ხის ტოტისგან არის დამზადებული. ხიდი ჰასის ტომის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს ტექნიკა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. ისინი ამაყობენ თავიანთი ხიდების სტაბილურობით, მაგრამ ვინ გაბედავს 30 მეტრის სიმაღლის ხიდის გადალახვას?

 

წყარო: top7travel 

ავტორი: მარიამ გილაური

Tags: