1 წელი ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან

28 მარტს 1 წელი შესრულდა ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში საქართველოს 250 000-მა მოქალაქემ უვიზოდ იმოგზაურა.

“ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ამავე დროს ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგი.

ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვართ ამაყები. საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის, შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ და უდიდესი ნდობის გამოხატულება.

კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარს, რომელთაც ეს ნაბიჯი გადმოდგეს ჩვენს მიმართ. ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან უვიზო მიმოსვლის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა, გადაუდებლად გამოიღებს შედეგს და ჩვენ შევძლებთ, რა თქმა უნდა, ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ ძალიან დიდ მონაპოვარს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ.” განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: საქართველოს მთავრობა