თეატრიდან რეალობაში

ხუთი წლის ვიყავი როცა ჩემმა მშობლებმა თეატრში  სპექტაკლ ‘’ვენეციელ  ვაჭარზე’’ წამიყვანეს და მას შემდგე ეს ქალაქი  და ყველაფერი რაც იტალიასთანაა დაკავშირებული ჩემი ინტერესის ობიექტი გახდა, წლების განმავლობაში ვოცნებობდი ამ ქვეყანაში მოგზაურობაზე  და ყველანაირ ინფორმაციას ვაგროვებდი, რადგან მჯეროდა რომ აუცილებლად წავიდოდი და ამისთვის საგულდაგულოდ ვემზადებოდი.

 ერთ დღესაც  შევიძინე იტალიაში   წასასვლელი ბილეთები ჩემთვის და რვა მეგობრისთვის. შევუდექი ჩემი პირველი  ევროპული ტურის ორგანიზებას   და  რაც უფრო მეტს ვგეგმავდი მით უფრო ღრმად ვეცნობოდი ყველა დეტალს . ბოლოს იქ ჩასული ისე თვალდახუჭული ვაგნებდი ყველაფერს ,  დღემდე ყველას ჰგონია, რომ  პირველად არ ვყოფილვარ.

მილანის აეროპორტიდან  Cenrale-ს  რკინიგზის სადგურში წავედით და იქიდან  ვენეციიისკენ გავემგვზარეთ.   დავბინავდით მერგერაში , ახლოს ვენეციასთან და მეორე დილიდან დაიწყო ჩვენი იტალიური თავგადასავლები.

როცა პირველად  დავდგი ფეხი, ვენეციის მიწაზე ასე მეგონა  ჩემი სხეულის ყველა უჯრედი სიხარულისგან თან ყვიროდა და თან ამდენი ხნის ნატვრის  შემდგე არ იცოდა როგორ გამოეხატა აღფრთოვანება და უბრლაოდ  ჩუმად იყო.

როცა ვაპორეტოში ჩავჯექით და Grand Canal- ს გაუვუყევით. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მხოლოდ  წყლის ავტობუსი იყო თანამედროვეობის საგანი, დანარჩენი  ყველაფერი წარსულში გვაბრუნებდა და იმდროინდელ დიდებულებას   ჩუქურთმიანი აივნებით შემკული, წყალში  მორჩილად მდგომი , არქიტექტორების ფანტაზიის სიუხვით დაჯილდევებული ფასადებით შემკული სახლებით გვაგრძნობინებ. გონდოლები ჩუმად დალივლივებდნენ ზღვის ზედაპირზე, და   ტურისტებს აღტაცებების მორევში დაატარებდნენ.  

დოჟების სასახლეში შესული კიდევ ერთხელ გრძნობ რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს. აქ იმდენ ხელოვნების ნიმუშს ნახულობ, გგონია  თუ რამ შესამქნელი იყო სამყაროში ყველაფერი მხოლოდ აქ შეიქმნა .მაგრამ  ვენეციის სხვა ტაძრების მონახულების შემდეგ , რომელებიც ისე განსხვავებულია  თავისი არქიტექტრურით და მოხატულობით,  რწმუნდები, რომ  იტალია ნამდვილად არის ხელოვანების  სამშაობლო და თითქოს ცხოვრება აქ უხვად აფრქვევს შემოქმედებითად ყოფნის ნიჭს.

 Basillica di San Marco, San Zaccaria, San Salvador, Santa Maria Gloriosa dei Frari, Santa Maria dei Miacoli  და კიდევ უამრავია, რომელბიც თითქოს მხოლოდ სალოცავად შეიქმნა , მაგრამ  გაოცებს თავისი არქიტექტურით, ქანდაკებების სიუხვით და განსხვავებული საკურთხევლებით.

ერთ დღეში ძნელია მოინახულო  ყველა ტაძარი და ღირშესანიშნაობა. გონება ვეღარ ახერხებს ამდენი  სილამაზის აღქმას  და უბრალოდ გინდა ჩამოჯდე, Rialto Bridge, San Marco-ს  და კიდევ ბევრ ლამაზ მოედანთან, დაისვენო და დატკბე ხედებით , მაგრამ ისინიც ისე არიან გაჯერებული   მოქანდაკეების, არქიტექტორების და მხატვრების ნამუშევრებით აქაც ვერ ახერხებ გონების დასვენებას.

მეორე დღეს ბურანოს კუნძულზე წავედით და აქ უფრო აირია ჩვენი  შეგრძნებები. ეს არის ადგილი სადაც გგონია რომ ცისარტყელა ფერად წვიმად გადაიქცა და  მოუშორებელ  ლაქებად დაეღვარა სახლებს  რომლებიც  იმდენად ლამაზად ერწმიან მათ   შორის ნაირფერი ნავებით სავსე  წყლის არხებს, რომ  ბავშვური  აღტაცებით შევყურებდი ამ ფერთა ზეიმს რომლის  სიჭრელე  თვალს კი არ გჭრის  , არამედ  გამშვიდებს  და თან ენერგიით გავსებს.

ვენეციიდან ვერონაში გავემგზავრეთ, მრავლფეროვანი  ბურანოს შედეგ  აქ თავი ხაკისფერი ტონალობების ზეიმზე გგონია თავი. რომელსაც თავზე მეწამული ფერის კრამიტის სახურავი ახურავს და მას უფორ მეტ სიდინჯეს და დარბაისლობას მატებს.

San Zeno Maggiore, Castello Vecchio, verona Cathedral, Sant’Anastasia, Casa di Giulietta,Arena di Verona, Torre dei Lamberti , Piazza dei Signori , Piazza delle erbe , და ვინიცის კიდევ რამდენი  საოცარი ადგილი ერთდროულად შემოიჭრა გონებაში და თავისი ადგილი დაიკავა  ჩემს  მეხსიერებაში.

Teatro Romano ადგილი საიდანაც საოცარი ხედი იშლება მთელს ვერონაზე. აღარ ვიცოდე გარეთ მყობს  მეცქირა ამ საცორებისთვის თუ იქვე არსებულ ტაძარში დავრჩენილიყავი, სადაც საკურთხევლის მოსახატად   საღებავების ნაცვლად ძვირფასი ქვები გამოიყენეს და ხელის შეხების გარეშე ვერ იჯერებ რომ თეთრი ფერი მარგალიტებია. წითელი–ლალი, ლურჯი საფირი და ა.შ.

ვერონადან მილანში გავემგზავრეთ და დილით კომოს ტბაზე წავედით.  შაორის, რიცის და სხვა არაჩვეულებრივი ტბის მქონე ქვეყნიდან ჩასული, განსხვავებული არაფერი მინახავს. თუმცა კომოს ტბას ისე ლამაზად აქვს  შეხამებული სახლები, ქუჩები და ყველა  არსებული შენობა–ნაგებობა, არ შეიძლება არ მოგეწონოს.

ყველაზ მეტად მილანში San Maurizio al Monastero Maggiore -ს ტაძარმა გამაოცა. ისეთი შეგრზნება მქონდა თითქოს ფრესკები მძივებივით იყო აწყობილი და ერთ მთლიან კომპოზიციას ქმნიდა, წინ მთელი ბიბლია გადაშლილი  და   ცალ–ცლაკე ყველა თავის ისტორიას ყვება . უზარმაზარი ორღანი კი ამ ყველაფრის გვირგვინია.

ყველა ჩამოთვლილი სანახოებების შემდგე ვერ ვიტყვი, რომ დუომოს ტაძარი განსაკუთრებით გამოირჩევა , თუმცა მისი გრანდიოზულობა და სახურავის ორიგინალურობა, ასევე ათასობით გასხვავებული ქანდაკებების ყურება, გულგრილს ვერავის ტოვებს და  ადამიანის უშრეტ შესაძლებლობას კდიევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ძნელია ყველაფერი ერთ ტურში ჩაატიო და ამოწურო ამ ქვეყნის ნახვა. მხოლოდ იტალიური სამზარეულოს დასაგემოვნებლად არ გეყოფა  ერთი ჩასვლა და ხვდები, რომ ეს ქვეყანა კიდევ ბევრჯერ ჩაგალაგებინებს ჩემოდანს და ჩაგიყვანს თავისთან.

ამ ყველაფერს ისიც ხდიდა სასიამოვნოს,რომ იტალიურის გარდა დავვივწყე ყველა  დანარჩენი ენების ცოდნა დამევიწყებია და ჩემი საგულდაგულოდ ნასწავლი იტალიურის გარდა, არცერთ ენაზე არ მესაუბრა. სასიამოვნო იყო იტალიელების  გაოცებული და აღტაცებული სახეების ყურება, როცა ვეუბნებოდი, რომ ქართველი ვარ და არა იტალიელი და ისინიც   ღიმილით გაიძახოდნენ  Bravissima  e Perfecto italliano .

იტალიაში მოგზაურობას არ ჩაუვლია კურიზოების გარეშე. თითქმის ყველა მატარებელზე ვაგვიანებდით და ისეთი თავკუდმოგლეჯილები დავრბოდით, ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა.

ცხრა ადმაიანის სიარული, ისე, რომ ვენეციაში ერთმანეთს არ დაეკარგო, ძნელია. ამიტომ პირველ დღეს საქართველოს დროშას ვაფრიალებდი და მას მოყვებოდა ჩეი მეგობრები, ხოლო მეორე დღეს კი ჩვენი იუბილარისთვის საქართველოდან წაღებულ ბუშტებს ვაფრიალებდი.

ვენეციაში მეგობრებმა სათვალე მიყიდეს საჩუქრად და ხურდას არ გვიბრუნბდნენ. არ გეკუთვნითო. ბოლოსდაბოლოს სალაროში თანხა დათავლეს, პროგრამაშ გადაამოწმეს და მიხვდნენ , რომ ჩვენ მართლები ვიყავით.ქუთაისურ–იტალიური საქმის გარჩევა  ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.

ოცნებები სრულდება და მრვაალ წლიანი ნატვრის შემდეგ  ჩემი მოგზაურობა  გონებაში წარმოდგენილზე უკეთესი აღმოჩნდა.