თოვლით დაფარული ჯავახეთი და ჩემი გაყინული ემოციები
წელიწადის ყველა დრო შეუდარებლად ლამაზია სამცხე-ჯავახეთში. ზამთრის ძილისგან ახლადგამოღვიძებული, ხავსით და ნისლით დაფარული გაზაფხული, ზაფხული ფერადოვანი, ყვავილებით აჭრელებული და მორთული, შემოდგომა მისტიური პეიზაჟებით, ზამთარი გაყინული, თეთრი და უკაცრიელი. მოკლედ, აქ ყველა სეზონი ნანახი მაქვს...