21 მარტიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდება
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 მარტიდან სრულად შეწყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ასრულებს „საქართველოს ავიახაზები” საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების...