მთიანი აჭარა
აჭარაში, ზღვაზე ვინ არ ყოფილა_საქართველოს მოსახლეობის 85, სომხეთის _ 95 და აზერბაჯანის მოსახლეობის 80 პროცენტი, მაგრამ ისეთი აჭარა, რომელიც მე ვნახე ალბათ ცოტას უნახავს. გზები_მაღალი, დათოვლილი მთებით გარშემორტყმული, ქვისფერი სახლები ხის აივნებით,აივნები_ზამთრის ცივი დღეებისათვის...
აბრეშუმის გზის მარგალიტი
ზემო აჭარამდე საკმაოდ გრძელი გზაა.გზის ხვეულებმა ზღვის დონიდან 2220 მეტრამდე უნდა აგვაფრინოს.ღრუბლებთან უფრო ახლოს უნდა მიგვიყვანოს,ბუნების წარუშლელი სურათები უნდა გვაჩვენოს და ძარღვებდაბერილი გრძნობით ცეკვა-სიმღერის სიდიადე უნდა გაგვაცნოს. მიზანი ნათელია ერთი დღით ნამდვილი აჭარლების ოჯახის...