განხორციელებული პროექტები:
1) “ტურიზმის მენეჯმენტის ზოგადი კურსი”:
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის;
გიდების ასოციაციის;
ავიაკომპანია პეგასუსის;
თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის;
სასტუმროები: შერატონის, ამბასადორის, როიალ ბატონის;
ღვინის მარანი “ტყუპები”-ს;
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი”-ს;
საქართველოს დაივინგის ფედერაციის;
მონაწილეობით განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამები ტურიზმის ზოგად მენეჯმენტში.
2) “იმოგზაურე სადაც ცხოვრობ”:
პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე. პროექტის ფარგლებში იქმნება ფოტო/ვიდეო/ვლოგ/ბლოგ არქივი, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ადგილების თუ ღირსეშანიშნაობების შესახებ ინფორმაცია და ვიზუალური მასალა ხდება ხელმისაწვდომი. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს “ჯორჯიან თრეველერსი”.
3) კონკურესები:
ბლოგერების კონკურსი მიზნად ისახავდა განსაკუთრებული წერის ნიჭით დაჯილდოვებული დამწყები თუ აქტიური ბლოგერების აღმოჩენას და სტიმულირებას.
კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ, ისტორიკოსმა, დოქტორმა და პროფესორმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა – გიორგი კალანდიამ, “პეგას ტურისტიკი”-ს კომერციული დირექტორმა სალომე ბერაიამ, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა.
1) “ჩემი თვალით დანახული საქართველო” – პოპულარული და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილების/ღირსშესანიშნაობების ცნობადობის გაზრდა.
2) “მოგზაურ ბლოგერთა კონკურსი” – მოგზაურობის შესახებ გამოცდილების გაზიარება და სასარგებლო რჩევები დამწყები მოგზაურებისათვის.
კონკურსების ფარგლებში დარეგისტრირდა 750-მდე ბლოგერი, დაიწერა 800-მდე ბლოგი და დაფიქსირდა 100 000-მდე ვიზიტორი.
4) საგანმანათლებლო პროექტი:
“ტურიზმის ორგანიზაცია”-სთან პარტნიორობით სტუდენტებს უფინანსდებათ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ნებისმიერი ტრენინგის ღირებულების 20%.
5) დასაქმების ფორუმი ლტოლვილთათვის:
არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველი”-ს და “UNHCR” (The UN Refugee Agency)-ის ორგანიზებით ჩაერთო და კონსულტაცია გაუწია ფორუმის მონაწილეებს.