დასრულებული კონკურსი

  • Home
  • დასრულებული კონკურსი

თუ ხარ კრეატიული და გიყვარს წერა, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!

გაიცანი ჩვენი ორგანიზაცია – ტურიზმის განვითარების ცენტრი (tourismcenter.ge),  მიიღე მონაწილეობა კონკურსში  – „ბლოგერების კონკურსი“,  დაწერე ბლოგი და მოიგე დაუვიწყარი მოგზაურობა იტალიაში!

ტურიზმის განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგერების კონკურსი  თემაზე – „მოგზაურობა“.

კონკურსი  მიზნად ისახავს, განსაკუთრებული წერის ნიჭით დაჯილდოებული დამწყები თუ აქტიური ბლოგერების აღმოჩენას და მათ გამოვლენას.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება  3 გამარჯვებული.

პრიზები:

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს: “საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, ისტორიკოსი, დოქტორი და პროფესორი, ხელოვნების სასახლის დირექტორი- გიორგი კალანდია და‘’ტურიზმის განვითარების ცენტრი“.

ნამუშევრების ატვირთვა /გამოქვეყნება შეგიძლიათ საიტზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ. თქვენი ნამუშევრები განიხილება ატვირთვიდან 24 საათის განმავლობაში და განთავსდება ტურიზმის განვითარების ცენტრის ოფიციალურ საიტსა და ფეისბუქ გვერდზე.

ნამუშევრების მიღება გრძელდება 2018 წლის 5 მარტამდე.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2018 წლის  10 მარტს.

 

კონკურსის პირობები და წესები:

  • ბლოგის სიტყვების ლიმიტი: მინიმუმ 300 და მაქსიმუმ 1000 სიტყვა;
  • განიხილება მხოლოდ ქართული ანბანით დაწერილი ბლოგი;
  • იმისათვის, რომ ბლოგმა მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, ის უნდა ეხმიანებოდეს კონკურსის თემატიკას – მოგზაურობა;
  • ერთი მონაწილისგან დასაშვებია არაუმეტეს 3 ბლოგის წარდგენა, სხვადასხვა თემებზე თანდართული ფოტო მასალით;
  • ფოტო მასალის გარეშე ბლოგი არ განიხილება;
  • კონკურსში მონაწილე ყველა ბლოგზე და ფოტოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს ავტორს;
  • ფოტო უნდა იყოს მონაწილის გადაღებული, ინტერნეტში მოძიებული ფოტო ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დამწყებ თუ აქტიურ ბლოგერს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
  • აუცილებლია ბლოგი გაზიარებული ჰქონდეს მონაწილეს საჯაროდ (Public) თავის ფეისბუქ გვერდზე;
  • გამარჯვებული კონკურსში მონაწილეობით ადასტურებს მის თანხმობას მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა თუ კამპანიაში, რომელიც „ტურიზმის განვითარების ცენტრის“ მიერ იქნება ორგანიზებული;
  • კონკურსის ორგანიზატორი უფლებამოსილია არ განიხილოს ბლოგი, რომელიც არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს;
  • კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას და გადასცემს „ტურიზმის განვითარების ცენტრს“ უფლებას კონკურსანტის მიერ დაწერილი ბლოგი ფოტო მასალით შემდგომში გამოიყენონ საკუთარი შეხედულებისამებრ;
  • სპონსორებს და პარტნიორებს უფლება ეძლევათ მონაწილე ბლოგერების მასალები გამოაქვეყნონ საკუთარ გვერდზე;
  • „ტურიზმის განვითარების ცენტრის“ თანამშრომლები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ;

კონკურსის მხარდამჭერები არიან:

  • საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია
  • „როიალ ბატონი“
  • ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი“
  • „ჯორჯიან თრეველერს“
  • „ფლაი თრეველი“

დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ:

Email: info@tourismcenter.ge;

Official Facebook Page

ბლოგერების-კონკურსის-დაჯილდოვება