All Posts By

Tourism Center

  • Home
  • Tourism Center

თბილისი უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში დაწინაურდა

საერთაშორისო კვლევით პორტალ „Numbeo“-ზე, თბილისი უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში დაწინაურდა „Numbeo-ს” მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის და უსაფრთხოების ინდექსების შესაბამისად, 2019 წლის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის მოხვდა. საერთაშორისო კვლევითი პორტალი “Numbeo” მსოფლიოში ერთ-ერთი...

დიდი ბრიტანეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს ეცნობიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გავლენიანი გამოცემების The Times-ის, National Geographic-ის, ასევე პოპულარული სამოგზაურო და სამთო ტურისტული ჟურნალების InTheSnow Magazine-ის, Snow-Forecast.com-ისა და Mpora-ს ჟურნალისტებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრეს-ტური მოეწყო. სამთო...

ქართული კულინარიის შესახებ დოკუმენტური ფილმი მზადდება

მსოფლიოში ცნობილი მზარეულების საერთაშორისო ქსელი „Cook Concern“ საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდა. „Cook Concern“ დოკუმენტურ ფილმების სერიალს იღებს “10 Days Abroad! Exploring the soul of a country – one bite at a time.” სადაც...

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში

ესტონეთის ეროვნული მუზეუმის, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივისა და ორგანიზების საფუძველზე ტალინის მუზეუმი „მიკელი“ 23 მარტიდან 20 აგვისტომდე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ექსპოზიცია ეროვნული სააგენტოს...

ბათუმი „World Travel Awards’-ზე

ბათუმი „World Travel Awards’-ზე ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორისაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი). ბათუმისთვის ხმის მიცემა...

ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა

ექსპოჯორჯიაში 3-5 მაისს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. გარე ტერიტორიზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, სადაც სტუმრებს დახვდებათ საქართველოს ყველა მხარის სტენდი და კუთხეების წარმომადგენლები მათთვის დამახასიათებელ ნაწარმსა და კერძებს შესთავაზებენ დამთვალიერებლებს. გამოფენაზე შესაძლებლობა გექნებათ გაიგოთ: როგორ...

ოკაცეს კანიონი გაიხსნა

ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორებს კანიონის დათვალიერება დღეიდან შეუძლიათ. განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭელიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს....

9 მარტის და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისში 9 მარტის და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობა. რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეები. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ...

მარიამ ქვრივიშვილი Euronews-ის ეგიდით გამართულ ფორუმზე წარსდგა

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა Euronews-ის ეგიდით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ფორუმს ევროპის, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოების მინისტრები, ასევე ტურიზმისა და ავიაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმის...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში აჭარაში პრეს-ტური გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში აჭარაში პრეს-ტური გაიმართა. ბათუმში მდებარე სასტუმროების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან...