ამერიკელი ღვინის მაგისტრი ქართულ მეღვინეობის შესახებ წიგნს წერს
ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიაზე, კულტურასა და პოტენციალზე წიგნს წერს. ცნობილი ღვინის პროფესიონალი ერთ თვეზე მეტია საქართველოში იმყოფება და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საოჯახო ტიპის მარნებსა და ღვინის საწარმოებს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში...
სალაშქრო სეზონის გახსნა 2018
2018 სალაშქრო სეზონს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, მოლაშქრეთა კლუბებთან ერთად ოფიციალურად 13 აპრილს, რაჭაში გახსნის. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ბანაკები 13 აპრილიდან შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიშლება. სალაშქრო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ტრადიციულად გაიმართება გრანდიოზული...
დაგეგმე კარიერა ტურიზმის სფეროში
ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად სტუდენტებისთვის 27 თებერვალს გამოფენა მოეწყობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამოფენების ცენტრ „ExpoGeorgia”-ს №3 პავილიონში კარიერის დაგეგვმის ღონისძიება გაიმართება. გამოფენის მიზანია სტუდენტების ინფორმირება და ტურიზმის ინდუსტრიის...
ფასდაკლების კვირეული აჭარაში
საქართველოს ტურისტულ რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით „Discount Week“-ის კამპანია 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით აჭარაში ჩატარდება. ფასდაკლებების კვირეულში...
ევროპის საავიაციო ფორუმი CONNECT2018 გაიხსნა
დღეს სასტუმრო ,,ბილტმორში“ ევროპის საავიაციო ფორუმი CONNECT2018 გაიხსნა, რომელსაც თბილისი სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. რიგით მე-15 საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობას 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს. ღონისძიების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,...
New York Times ლობიოს შესახებ წერს
ცნობილი ონლაინ გამოცემა New York Times ქართული სამზარეულოს, კერძოდ კი ერთ-ერთი ქართული ნაციონალური კერძის, წითელი ლობიოს შესახებ წერს. “ამერიკელების უმრავლესობა შეყვარებულია ქართულ სამზარეულოზე, განსაკუთრებით კი ხაჭაპურსა და ხინკალზე, თუმცა ჩემთვის ქართული კერძების სიყვარული ლობიოდან...
ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურები მუზეუმ-ნაკრძალებში
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალებში ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურების დანერგვას იწყებს. ტერიტორიებზე მოწყობილი ვირტუალური რეალობის საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ მოქალაქეებსა და ტურისტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემათ. პროექტი ამავდროულად ითვალისწინებს...
პირველად საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა
პირველად საქართველოში, კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა გაიმართება. ღონისძიება ცნობილი ავტომრბოლელი ქალის, ზოე ვითაკერის ინიციატივით დაიგეგმა. პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა. ავტორალთან დაკავშირებით დეტალები საზოგადოებას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორმა მაკო...
ქუთაისი მალე Google-ს რუკაზე იქნება
ქუთაისში ნავიგაციის პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საველე-აღწერით სამუშაოებს იწყებს. საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები 9 თებერვლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემს აღწერენ, მათ შორის: გზათა ქსელს, ტრანსპორტის მარშრუტებს, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ ნიშნებს,...
ბაკურიანი საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს
16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში შეჯიბრი გაიმართება. 2010 წლიდან სკი კროსი (Ski Cross) ოლიმპიური სპორტის დისციპლინაა. წელს კი პირველად, საერთაშორისო შეჯიბრს საქართველო უმასპინძლებს. სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა, სკი კროსი...