„კავკასიის მთებში, სამყაროს სხვენზე, სადაც მზე ადრე ამოანათებს, ადამიანები კი გვიან ქრებიან…“ /ხევსურეთი/
დღე პირველი გათენდა… შემოდგომის გრილი, ზამთრის გათოშილი და გაზაფხულის ახლადაყვავებული დღეების შემდეგ ზაფხულის მზისფერი დღე გათენდა და მე, თორღვა და ლაშარელა ხევსურეთისკენ მივდივართ… ახლა, როცა უკვე გზას ვადგავართ, როცა უკან დარჩნენ ქალაქები თუ ქალაქის გზატკეცილები,...