ზაარბრიუკენის ხიდის ქვეშ არსებული თაღების რეაბილიტაცია და ახალი განათების სისტემის მოწყობა დაიწყება

  • Home
  • კულტურა
  • ზაარბრიუკენის ხიდის ქვეშ არსებული თაღების რეაბილიტაცია და ახალი განათების სისტემის მოწყობა დაიწყება

პროექტ “ახალი ტფილისის” მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მალე ზაარბრიუკენის ხიდის ქვეშ არსებული თაღების რეაბილიტაცია და ახალი განათების სისტემის მოწყობა დაიწყება. სამუშაოების განსახორციელებლად ხიდთან ტივის პლატფორმა ეწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის ხიდის, დედაენის ბაღისა და 9 მარტის ბაღის რეაბილიტაცია-განახლებას, ასევე, ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობას.
პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველი ნივთებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეები.

წყარო: თბილისის განვითარების ფონდი