დების ასრულებული ოცნება, “ვილა ფლორა”

დავრწმუნდი, რომ ტურიზმის სფერო ბიზნესის ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო დარგია. შენ ეცნობი ერთმანეთისგან განსხვავებულ კულტურას, ისტორიას, ფოლკლორს, ტრადიციებს - მარინა ლეონარდ

სტატიაში გაეცნობით დებს, რომლებმაც აისრულეს ოცნება და შეძლებისდაგვარად შეძლეს ბიზნესს იდეის განსახორციელება მათ შექმნეს“ვილა ფლორა”. 

 

  1. მოგვიყევით თქვენს შესახებ

(მარინა ლეონარდ) გამარჯონა მე ვარ მარინა. დავიბადე თბილისში, ჩავაბარე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლა გავაგრძელე ამერიკის შეერთებულ შტატებში შეგიძლიათ გამოიყენოთ გეოლოგიურ ფაკულტეტზე (ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები). ჩემი მიზანი არის, თუ რა არის შესაძლებელი სტაბილური ცხოვრება და ვოცნებობდი კარგ ოჯახზე, შვილებზე, წარმატებაზე პირად ცხოვრებასა და პროფესიულ სფეროში. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ოცნებები ავისრულე.

(დიანა) გამარჯობა მე ვარ დიანა ბითვარდი. დავიბადე თბილისში, ვსწავლობდი რუსულ სკოლაში, მინისტრ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარები, მაგრამ გადავწყვიტე ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება. დავამთავრე და დავიცავი დისერტაციაც. მიხარია, რომ ვმუშაობ ჩემი პროფესიით. იდეა, რომ პროფესიულ მიზნებს მივაღწიე.

  1. თქვენი პირველი ნაბიჯები ტურიზმში?

(მარინა) ძალიან დიდია ჩემი სიყვარული მოგზაურობის მიმართ. ყოველთვის მქონდა დიდი სურვილი ჩემი წვლილი შემეტანა ამ სფეროს განვითარებაში. ჩემი ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრგან მომიწია მოგზაურობა. ვიყავი ევროპის, აფრიკის და ამერიკის შეერთებული შტატების ბევრ ქვეყანაში. ვაკვირდებოდი სერვისისა და სანიტარულ დონეს სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში. დავრწმუნდი, რომ ტურიზმის სფერო ბიზნესის ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო დარგია. შენ ეცნობი ერთმანეთისგან განსხვავებულ კულტურას, ისტორიას, ფოლკლორს, ტრადიციებს.

  1. როდის და რატომ გაჩნდა თქვენი ბიზნეს იდეა?

(მარინა) ჩემი ოცნება იყო, რომ მქონოდა საკუთარი ოტელი. მეჩვენებინა, როგორი უნდა იყოს მაღალი დონის სერვისი. მინდოდა ჩემი დიდი გამოცდილების გადატანა ჩემს იდეაში / ბიზნესში.

(დიანა) ჩვენს ქუჩაზე რამდენიმე სასტუმრო წარმატებით მუშაობს. ჩვენთანაც ხშირად შემოდიოდნენ ტურისტები ოთახების ძებნის დროს. საჭიროებიდან გამომდინარე მივხვდით, რომ არ იქნებოდა ცუდი ჩვენც გაგვეკეთებინა სასტუმრო, სადაც შევძლებდით ტურისტებისთვის საჭირო სერვისი შეგვეთავაზებინა. იქვე ახლოს ჩვენმა მეზობელმა გაყიდა ძველი სახლი, რომელიც ჩემმა დამ იყიდა და დავიწყეთ მისი სასტუმროდ გადაკეთება, ჩვენი დაგეგმვის გათვალისწინებით. ბევრი რამის დანგრევა და მერე ხელახლა აშენება მოგვიწია.

  1. რა სირთულეებს წააწყდით თქვენი იდეის განხორციელების მომენტში?

(დიანა) სირთულეს მერიასთან და გამგეობასთან კონტაქტში შესვლის აუცილებლობა წარმოადგენდა. ბევრი ბიუროკრატიული შეფერხება იყო, თუმცა მაინც შევძელით ჩვენი ბიზნესის წამოწყება და ოტელის გახსნა.

  1. იქონია თუ არა გავლენა ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ თქვენს ბიზნესზე და რა კუთხით?

(დიანა) მე და ჩემმა დამ ერთ წელიწადში შევძელით თავიდან აგვეშენებინა / განგვეახლებინა სახლი, სადაც ჩავდეთ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი და ენერგია. ამ ერთ წელიწადში ჩვენმა ბიზნესმა მიაღწია იმაზე მეტ წარმატებას ვიდრე ჩვენ ველოდით. ახლანდელ ვითარებაში კი, რომელშიც ვიმყოფებით, ჯავშნები მთლიანად მოხსნილია და რაიმეს დაწყების პერსპექტივები ბუნდოვანია.

  1. ფიქრობთ თუ არა თქვენი ბიზნესის გაფართოებაზე (გვიამბეთ თქვენი გეგმების შესახებ)

(დიანა) ამ ვითარებაში რთულია ილაპარაკო ბიზნესის გაფართოებაზე და სამომავლო გეგმებზე, მაგრამ თუ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, ვფიქრობთ ოტელში ნომრების დამატებას.

  1. რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ბიზნეს იდეა და გარკვეული დაბრკოლებების გამო თავს იკავებს იდეის განხორციელებისგან?

(დიანა) რჩევის მიცემა რთულია. ჩვენც ვფიქრობდით, რომ ყველა დეტალი გავითვაისწინეთ, მაგრამ არსებობს ფორსმაჟორული სიტუაციები. თუ თქვენ გაქვთ ბიზნეს იდეა და მის განხორციელებას აპირებთ, აუცილებლად დაგჭირდებათ ბიზნეს გეგმა. უნდა შეისწავლოთ ყოველი პუნქტი თავიდან ბოლომდე. შეისწავლეთ არსებულ ბიზნესში მოღვაწე ადამიანების გამოცდილება და გაითვალისწინეთ მათი რჩევები. ბიზნეს იდეის განხორციელებაში გადამწყვეტ ფაქტორს მატერიალური რესურსი თამაშობს (საკუთარი ფული იქნება თუ კრედიტი) და ეს უნდა იყოს იმაზე უფრო მეტი, ვიდრე თქვენი ბიზნეს იდეის  განხორციელებისთვის არის  საჭირო.

  1. თქვენი აზრით რა არის წარმატების საიდუმლო?

(დიანა და მარინა)

  • სიყვარული საკუთარი საქმის მიმართ;
  • ყოველდღიური განვითარება;
  • პოზიტიური მიდგომა;
  • მატერიალური დამოუკიდებლობა;
  1. სასურველია რაიმე მოკლე ფრაზა – დევიზი, რასაც ეტყოდით ადამიანებს

(დიანა) ვიტყოდი კონფუცის ციტატით – “თუ გეშინია, ნუ შეგიძლია, თუ შეგიძლია, ნუ გეშინია”

სტატიის ავტორი:მარიამ ჩარექიშვილი

Tags: