UNESCO-ს გამოცემაში Writing Peace ქართული დამწერლობაც მოხვდა

  • 21/01/2018
  • Home
  • UNESCO-ს გამოცემაში Writing Peace ქართული დამწერლობაც მოხვდა

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სექტორის ინიციატივით, UNESCO-მ გამოსცა ახალი წიგნი სახელწოდებით Writing Peace, რომელიც მსოფლიოს სკრიპტებისა და დამწერლობების შესწავლას მოიცავს.

წიგნში წარმოდგენილია 22 უძველესი დამწერლობის სისტემა და მსოფლიოს უძველესი დამწერლობების, რომლებიცაა ჩინური, ბერძნული, რომაული და ებრაული, მათ შორის ქართული დამწერლობაც არის მოხსენიებული.

ქართული ანბანისთვის მიძღვნილ გვერდებზე, მკითხველს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ქართული დამწერლობის მოკლე ისტორიას და აქვე მოცემულია სავარჯიშოები, ქართული ანბანის უკეთ ათვისებისთვის.

წყარო: unesco.ge