ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Expedia-ს და Steller-ის დამფუძნებელს უმასპინძლა

  • Home
  • MICE
  • ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Expedia-ს და Steller-ის დამფუძნებელს უმასპინძლა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტები: Expedia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი რიჩარდ ჯონსონ ბენგსი და ლორა ჰუბერი საქართველოს ეწვივნენ.

ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოში კავკასუს თრეველის მოწვევით ჩამოვიდნენ.

რიჩარდ ჯონსონ ბენგსი Expedia-ს და Steller-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამერიკის საზოგადოებრივ ტელეარხზე (APT) გადაცემების: “Richard Bangs Quest” და “Richard Bangs Adventures with Purpose-ის წამყვანია. სამოგზაურო ჟურნალისტი ლორა ჰუბერი BBC-ის UPN-ისა და Travel Channel-ის პროდიუსერია.

ამერიკელ ჟურნალისტებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და კავკასუს თრეველის დამფუძნებელი საბა კიკნაძე შეხვდნენ.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოში ისეთ გავლენიან ჟურნალისტს, როგორიც არის რიჩარდ ჯონსონ ბენგსი, რომელიც მსოფლიო ბრენდის Expedia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასეთი რანგის სტუმრების ჩამოყვანა ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ასევე კარგი საშუალებაა შევატყობინოთ ყველას, რომ საქართველო არის და იქნება უსაფრთხო ტურისტული მიმართულება. ყოველივე ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ ბაზრებზე, ამერიკასა და ევროპაში საქართველოს პოზიციონირებას.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

წყარო: ტურიზის ეროვნული ადმინისტრაცია