ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით მაიკლ ბენგი ტრენინგებს ატარებს

  • Home
  • განათლება
  • ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით მაიკლ ბენგი ტრენინგებს ატარებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში საერთაშორი სპიკერი მაიკლ ბენგი მასტერკლასებს ატარებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და MCI Group – Management Consulting Investment-თან პარტნიორობით, თბილისში 2 დღის განმავლობაში მაიკლ ბენგის მასტერკლასები იმართება, თემა: “როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი გაყიდვების და კომუნიკაციების სისტემა“.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის უსასყიდლოდ ორგანიზებულ ტრენინგს 150 ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ტრენინგის მონაწილეებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მიესალმა.
მაიკლ ბენგმა პირველი ტრენინგი ჩაატარა,სახელწოდებით „როგორ შევქმნათ 5 ვარსკვალიანი ბიზნეს სისტემა“.
საერთაშორისო სპიკერის მაიკლ ბენგის მასტრეკლასის ფარგლებში განხილულ იქნა აქტიური გაყიდვების სტრატეგიები და ეფექტური კომუნიკაციების მეთოდები.
მაიკლ ბენგს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გაყიდვების, მოლაპარაკებების, ზოგადად მომსახურების და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში.
მაიკლ ბენგი ცნობილია მის მიერ შექმნილი საავტორო პროგრამებით, რომლებიც აქტიურ გაყიდვებს, დროის ეფექტურ მართვას და კლიენტთა მომსახურებას უკავშირდება. მაიკლ ბენგს ჩატარებული აქვს ტრენინგები შემდეგ კომპანიებში: Panasonic, Toyota, Volvo, Nestle, Unilever, Heineken.
მაიკლ ბენგი მასტერკლასს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვისაც გამართავს.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია