Browsing Tags

#აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

  • Home
  • #აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

მთიანაჭარას კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება შეემატა

მთიანაჭარას შეემატა კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი. სოფელი კაპნისთავი, რომელიც ბათუმიდან 26 კილომეტრითაა დაშორებული, გამორჩეულია ჩანჩქერებით, ძველი წიქვილებითა, ღია მუზეუმით და ბუნებაში არსებული ულამაზესი საფეხმავლო ბილიკით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კაპნისთავის...

კანიონინგი, ველოინფრასტრუქტურა, ხიხანის ბილიკი – მთიანაჭარას ახალი ტურისტული პროდუქტები ემატება

მთიანაჭარას წელს უამრავი ახალი და საინტერესო ტურისტული პროდუქტი შეემატა, ხოლო ზოგ მათგანზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა. უჩხოს კანიონინგი, ევროპული დონის ველობილიკი, ჩირუხის ტურისტული განვითარების კონცეფცია და ხიხანის ბილიკი იმ ძირითად პროექტებს შორისაა, რომელსაც აჭარის ტურიზმის...

„ღორჯომი-მთა ლეკნარი-კურორტი ბახმარო“- ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება დასრულდა

მთიანაჭარას ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა. „ღორჯომი-მთა ლეკნარი-კურორტი ბახმარო“ – ასე ჰქვია ახალ, გარდამავალ  მარშრუტს, რომელიც ხულოსა და გურიას ერთმანეთთან აკავშირებს. სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება, რომელიც სოფელ ღორჯომიდან იწყება და მთა ლეკნარის გავლით კურორტ ბახმაროზე...

მთიანაჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანაჭარაში, ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული ერთ-ერთი საპიკნიკე ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული, რომელიც საშუალებას აძლევს მოგზაურებს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში...

აჭარაში პირველად კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ეწყობა

ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში ჩანჩქერებზე თოკით დაშვება შეეძლებათ. კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისთვის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას...

აჭარული სამზარეულოს ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

აჭარული სამზარეულოს ვიდეოგაკვეთილებისა და საპრომოციო კლიპის გადაღებები დასრულდა, რომლის მთავარ მიზანს აჭარის რეგიონში სერვისის გაუმჯობესება წარმოადგენს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის „გემრიელი აჭარა“ ფარგლებში ცნობილმა შეფმზარეულებმა ადგილობრივ მზარეულებთან ერთად 10-მდე ტრადიციული აჭარული კერძი მოამზადეს და...