საქართველოში ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

  • Home
  • სიახლეები
  • საქართველოში ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში შემოვიდა 7 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური.

2017 წლის 11 თვეში ტურისტების რაოდენობა 27.6 %-ით გაიზარდა.
იანვარ-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურთა შემოსვლის პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებიდან:
გაერთიანებული სამეფო +39.7%
ავსტრია +35.6%
ნიდერლანდები +32.7%
ესპანეთი +30.5%
საფრანგეთი +29.7%
გერმანია +27.4%

ასევე აშშ-დან + 24.2%

ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2017 წლის I-II კვარტალების ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ დოლარს (ზრდა +26%).

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით შეადგენს 6.9%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით12.2%-ია.

წყარო: gov.ge