საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია კორეაში

  • Home
  • მსოფლიო
  • საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია კორეაში

12-14 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

12 ივნისს, კორეული ტურისტული კომპანია “Hodo Travel”-ის და საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს მთის და სამთო-სათხილამურო კურორტების შესახებ მოეწყო საინფორმაციო სემინარი, რომელსაც ესწრებოდა ტურიზმის სფეროში მოღვაწე 100-მდე სტუმარი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა სამთო ტურიზმის სფეროში მოღვაწე მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან. საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა, სადაც განხილული იყო საქართველოს მთის კურორტების პოტენციალი.

13 ივნისს, საქართველოს დელეგაცია ეწვია იონგპიონის სათხილამურო კურორტს, რომელმაც 2018 წელს უმასპინძლა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. კურორტის მმარველ ჯგუფთან გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო ზამთრის სამთო კურორტების განვითარების და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში, კორეის წარმატებული გამოცდილების შესწავლის და გაზიარების საკითხებს.

14 ივნისს, ქ. სეულში, საქართველოს და კორეის რესპუბლიკის სათხილამურო ფედერაციებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

წყარო: საქართველოს მთის კურორტები