საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნა მთაში

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნა მთაში

25-26 მაისს სვანეთის მოსახლებისა და მთის სტუმრებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 2-დღიანი ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებასთან დაკავშირებით, დამატებითი ავიარეისები დაინიშნა.

შაბათს, 25 მაისს ნატახტარი-მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე განხორციელდება, ხოლო მესტია-ნატახტარის მიმართულებით – 12:00 საათზე.

კვირას, 26 მაისს დამატებითი რეისი მესტიის მიმართულებით 17:30 საათზე შესრულდება, მესტია-ნატახტარი – 19:00 საათზე. 
გეგმიური რეისი ნატახტარი-მესტიის მიმართულებით განხორციელდება 10:00 საათზე, მესტია – ნატახტარი კი – 12:00 საათზე.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე: https://ticket.vanillasky.ge/.

წყარო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება