საქართველო 2018 წელს აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაშია

  • Home
  • სიახლეები
  • საქართველო 2018 წელს აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაშია

National Geographic აქვეყნებს სტატიას – „ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულო 2018 წელს“.

ყოველი წლის ბოლოს ყველაზე პოპულარული ჟურნალის რედაქტორები რეგულარულად ქმნიან მიმართულებების რეიტინგს, რომლის საშუალებითაც თავის მკითხველს ურჩევენ, თუ რომელ ქვეყანას ესტუმრონ მომავალ წელს. სიაში სულ 21 ადგილია შესული და მათ შორის მესამე ადგილს საქართველოს დედაქალაქი, თბილისი იკავებს.

კითხვაზე, რატომ ღირს საქართველოს დედაქალაქში მოგზაურობა, National Geographic-ი წერს, რომ ძველი თბილისის აუთენტური შარმის აღმოჩენა, ერთ ერთი საუკეთესო რამ არის მოგზაურებისთვის.

ცნობილმა ვებგვერდმა თავის სტატიაში ხაზი გაუსვა ტრადიციულ „ქართულ გამოცდილებას“. ესაა – 24 საათიანი გოგირდის აბანოები, ხინკალი (ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული კერძი) და ადგილობრივთა ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ თბილისის არქიტექტურაზე გავლენა სპარსულმა, არაბულმა, ბიზანტიურმა და რუსულმა კულტურებმა იქონიეს.

რეიტინგში პირველ ადგილზე ეთიოპიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ჰარარი აღმოჩნდა, მეორე ადგილზე კი არგენტინის ქალაქი ჯუჯუი დასახელდა.

ეთიოპიის, საქართველოსა და არგენტინის გარდა, ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ავსტრალია, მექსიკა, ავსტრია, ოაჰუს კუნძული (ჰავაი), შვედეთი, იორდანია, ირლანდია, მადაგასკარი, ჩილე, კამბოჯა, ოჰაიო, მაროკო, სამხრეთ კორეა, ალბანეთი, კანადა, ნიდერლანდები, ტანზანია.

წყარო: nationalgeographic.com