როგორ ბრუნდებიან სათხილამურო კურორტები 2020-2021 წლების სეზონისთვის

  • Home
  • მთავარი
  • როგორ ბრუნდებიან სათხილამურო კურორტები 2020-2021 წლების სეზონისთვის

კარგი ამბავი გარე ენთუზიასტებისთვის, თხილამურებზე სრიალი 2020-2021 წლებში ბრუნდება.

გასული წლის გაზაფხულის დასაწყისში ბევრი კურორტი დაიხურა კორონა ვირუსის პანდემიის ინფექციის პირველი ტალღის დაწყების გამო, მაგრამ, როგორც სამედიცინო საზოგადოებამ უფრო მეტი შეიტყო ვირუსის და მისი გავრცელების შესახებ, გარე საქმიანობა აღიქვა უსაფრთხოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ თხილამურებით სრიალი, სნოუბორდინგი და თოვლის სხვა სპორტები იხსნება ამ ზამთარში.

SkiDriven.com – ის ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, სათხილამურო ტურები მეორე ყველაზე პოპულარული ტიპის ზამთრის მოგზაურობაა, საგზაო მოგზაურობები პირველ ადგილზეა. ზამთრის ვიზიტების ხუთეულში ასევე შედის პოპულარული მთის დესტინაციები, მათ შორის ვერმონტი, ორეგონი, მეინი, ვაიომინგი და კოლორადო.

სანამ მთის კურორტები იხსნება, ზამთრის სპორტის ეს სეზონი შეიძლება ცოტათი განსხვავებულად გამოიყურებოდეს, ვიდრე წარსულში.

მთის კურორტების უმეტესობაზე ვიზიტორებს მოუწევთ პირბადეების ტარება, იქნება გაცილებით მეტი სასადილო სივრცე, კურორტებზე ასევე იქნება რეგულარული დასუფთავების და სადეზინფექციო სამუშაოები.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება კურორტების გამოცდილებაში, არის დაჯავშნის სისტემების დანერგვა ყველაფერში, დაწყებული სასადილოებიდან დამთავრებული საშვების ინდივიდუალურ შეძენამდე. კურორტებზე ყურადღებით დააკვირდებიან ხალხმრავლობასაც, COVID – 19 – ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

Vail Resorts (ვეილის კურორტები), რომელიც მართავს რამდენიმე მთის კურორტს ქვეყნის და მსოფლიოს მასშტაბით, არის ორიენტირებული უსაფრთხოებაზე.

სტუმრებისთვის მიძღვნილ წერილში, აღმასრულებელმა დირექტორმა Rob Katz – მა განაცხადა თავისი განახლებული გეგმების შესახებ. “თავისთავად ცხადია, რომ ჩრდილოეთ ამერიკის 34 სამთო კურორტზე ჩვენი სამუშაოები დაიცავს ყველა ადგილობრივ რეგულაციას, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ის, სადაც უსაფრთხოება იწყება”, წერს Kats – ი. ამ კრიზისის დასაწყისიდან ჩვენ, ჩვენი ყველა დაინტერესებული მხარის წინაშე ავიღეთ ვალდებულება, რომ ვიმუშავებთ ისე, რომ უსაფრთხოება იყოს ყველაფერზე მაღლა და გამოვიყენოთ იდეები, რომლებიც ჩვენ შევაგროვეთ მსოფლიოს მასშტაბით მრავალ კურორტზე მუშაობის შედეგად.

Vail Resort – ზე (ვეილის კურორტებზე) საჭირო იქნება პირბადის ტარება, ფიზიკურ დისტანციას ხელი შეეწყობა და შეიქმნება დაჯავშნის ახალი სისტემა.

დაჯავშნის სისტემა ყველაზე დიდი ცვლილებაა. Passholders – მა, ანუ ის ვინც ფლობს უფასო საშვს ან სეზონურ აბონიმენტს, უნდა გააკეთოს ჯავშანი იქამდე, სანამ მთაზე ავა და ადრეული სეზონი მხოლოდ მათთვის იქნება დარეზერვებული. სათხილამურო ტრასის საბაგიროზე ბილეთების შეძენა დაგჭირდებათ ონლაინ რეჟიმში ან ქოლ ცენტრის საშუალებით. ბილეთების კასებში შეძენა არ მოხდება.

“ისევ, ჩვენ ვაანალიზებთ, რომ სეზონის უმეტეს დღეებში არ არის იმის აუცილებლობა ვაკონტროლოთ ადამიანების რაოდენობა ჩვენს კურორტებზე და რომ ჩვენი საშვების მფლობელებმა შეიძლება განიხილონ დაჯავშნის სისტემა, როგორც უსიამოვნება”, აღნიშნა Katz – მა წერილში. ამასთან, ამ პროგრამით, ჩვენ ვგეგმავთ რაც შეიძლება მეტ გაუთვალისწინებელ შემთხვევას, რომ მოგცეთ თქვენ სულიერი სიმშვიდე, იმის ცოდნით, რომ თქვენ გექნებათ საკმარისი ადგილი ფიზიკური დისტანცირებისთვის და დასვენებით ტკბობისთვის.

კურორტი Sun Valley აიდახოში (Idaho) ყოველთვის იყო ოდნავ გზისგან მოშორებით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ “სოციალური დისტანცირება” წარმოადგენს ამ გამოცდილების განუყოფელ ნაწილს.

ერთის მხრივ, ამ ზამთარში კურორტი Sun Valley კიდევ უფრო მეტი ადგილით გაიხსნება, დაემატება დაახლოებით 153 ჰექტარის ოდენობით ახალი ადგილი.

ვახშამი მთაზე იქნება დაჯავშნით, Sun Valley Resorts მოუწოდებს ხალხს, რომ ჩამოვიდნენ კურორტზე ციგურებზე სრიალისთვის მზად, მიიღონ გასული წლების “სათხილამურო კულტურა” და გამოიყენონ პირადი ავტომობილები ძირითადი კარვების მიზნით.

სტუმრებთან წერილში, გენერალურმა მენეჯერმა ტიმ სილვამ განაცხადა, რომ ტრადიციის მიხედვით კურორტი გაიხსნება მადლიერების დღეს. “მთლიანი კურორტის ხელმძღვანელობა მუშაობდა ზამთრის საოპერაციო გეგმის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და სასიამოვნო გამოცდილებას, ვფიქრობდი, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა გამეზიარებინა რამდენიმე ჩვენი ძირითადი მოსაზრება და ვარაუდი ზამთრის სეზონთან დაკავშირებით”, თქვა სილვამ.

საკურორტო სასტუმრო კოლორადოში უზრუნველყოფს სტუმრების უსაფრთხოებას თავისი სტრატეგიით “5 აუცილებლობა თავშეკავებისთვის”. ეს აუცილებლობები გულისხმობს: 2 მეტრიან დისტანციას, ხელების დაბანას, პირბადის ტარებას, სახლში დარჩენას ავადმყოფობის შემთხვევაში და ტესტირებას იმ შემთხვევაში აქვს თუ არა ვინმეს სიმპტომები.

სხვა სათხილამურო კურორტების მსგავსად კურორტი Steamboat – ი შეზღუდავს ბილეთების ცალკეულ რაოდენობას ხალხმავლობისა და პაკეტების გასაკონტროლებლად, სეზონური აბონიმენტი არის საუკეთესო ვარიანტი მთის კურორტამდე მისასვლელად. კურორტი არის Ikon Pass პროგრამის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საშუალებას უზრუნველყოს ვიზიტორებისთვის ფერდობებზე წვდომა.

მოგზაურებმა აუცილებლად წინასწარ უნდა დაგეგმონ, თუ წელს მთებში აპირებენ გამგზავრებას თხილამურებზე სასრიალოდ და სნოუბორდისთვის, მაგრამ კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ამ პანდემიის პერიოდში ეს რჩება სახალისო და უსაფრთხო ვარიანტად ღია ცის ქვეშ.

 

წყარო: travelpulse.com

ავტორი: სალომე კავაზაშვილი

Tags: