ყინულის სასტუმრო შვედეთში, რომელიც ზაფხულშიც არ დნება

  • Home
  • მთავარი
  • ყინულის სასტუმრო შვედეთში, რომელიც ზაფხულშიც არ დნება

ღამის გათევა ყინულისა და თოვლის კედლებს შორის არის ის გამოცდილება, რომელიც უფრო და უფრო მეტ ხალხს ხიბლავს. ამ მიზეზით, შვედეთის ქალაქ იუკასარვში ყოველწლიურად შენდება თვალწარმტაცი სასახლეები, რომლებიც ხელოვნების ნამდვილ ნამუშევრებს წარმოადგენენ. ყინულის სასტუმროს მშენებლობის მასალა მოიპოვება მდინარე ტურნეელვენში, რომელიც ლაპლანდიაში მიედინება. ყინულს მდინარიდან ბლოკებად ჭრიან და ოსტატურად ამუშავებენ. სასტუმროს მშენებლობის გარდა, მხატვრები ასევე ამუშავებენ ავეჯს და აქსესუარებს. ჩრდილოეთის ნათებასთან და რამდენიმე ხელოვნურ განათებასთან ერთად კი იქმნება უნიკალური გარემო.

ჩვეულებრივ ყინულის სასტუმროები, რომელიც მდებარეობს შვედეთის არქტიკული წრის ჩრდილოეთით, კარს მხოლოდ ზამთარში ხსნიან. ზამთრის თვეებში მზეს დრო არ აქვს ყინულის ხელოვნების დნობისთვის. მაგრამ უფრო და უფრო მეტ სტუმარს სურს, რომ სეზონი ასე სწრაფად არ დასრულდეს, რის გამოც პირველად გაიხსნა ყინულის სასტუმრო იუკასარვში, რომელიც სტუმრებს წელიწადში 365 დღის განმავლობაში გრილ ოთახს სთავაზობს.

ყინულისგან გაკეთებული შენობა, რომელიც ცივდება მზის ენერგიით მომუშავე მოწყობილობებით, ხდება “დნობისადმი მდგრადი” მთელი წლის განმავლობაში. ყინულის სასტუმრო მდებარეობს ისეთ ადგილას, სადაც მზე ივნისსა და ივლისში არ ჩადის, ეს კი საკმარისია საჭირო ენერგიის გამომუშავებისთვის.

ერთი ოთახი ღამით 700 ევრო ღირს, ლუქსი – დაახლოებით 1000 ევრო. ზაფხულის თვეებში ბევრად მეტი აქტივობის გაკეთებაა შესაძლებელი, ვიდრე ზამთარში. მაგალითად, გასეირნება მარხილით ან ლაშქრობა თბილ ამინდში. გარდამავალი თვეების განმავლობაში კი სტუმრებს შეუძლიათ ნახონ ჩრდილოეთის უნიკალური ციალი.

 

წყარო: top7travel

ავტორი: მარიამ გილაური

Tags: