“ქართულ სუფრას” ეროვნული კატეგორია განესაზღვრა

Georgian suphra

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას)“ 2020 წლის 18 თებერვალს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. გადაწყვეტილების მიზანია უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, მათი შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემა.

„ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას)“, გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებში. სუფრის კულტურა, რელიგიური და ეროვნული განსხვავების მიუხედავად, ასევე გავრცელებულია საქართველოს ყველა თემში.

Tags: